ინგლისი

13:55 | 3.05.2016 | ნანახია 1323 - ჯერ

ინგლისში ყველაფერი გაირკვა

ინგლისის პრემიერშიპის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გაირკვა ოთხივე გუნდი, რომლებიც ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ.

ამასთან, „სარასენსმა“ პირველი ადგილი და ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობაც დაიბევა, „ექსეტერი“, „უოსპსი“ და „ლესტერი“ კი, მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. იურიდიულად გაიფორმა პირველ ლიგაში დაქვეითება „ლონდონ აირიშმა“, ხოლო „ნორთჰემპტონი“, „ჰარლექუინსი“ და „სეილი“ მოწინავე ექვსეულში დასარჩენად და ჩემპიონთა თასის საგზურისთვის იბრძოლებენ.

უკვე ვწერდით, „სეილი“ საკუთარ მოედანზე უმოტივაციო „გლოსტერთან“ 11:12 დამარცხდა და ჩემპიონთა თასის საგზური სათუო გაუხდა. ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ ლესტერში „თაიგერსს“ ეწვია და 17:31 დამარცხდა. მასპინძლებმა 4 ლელო დადეს და 21-ათასზე მეტი მაყურებელი პრემიალური ქულითაც გაახარეს. „ვუსტერმა“ პირველ ტაიმში ორი ლელოს გატანა შეძლო და ორჯერ დაწინაურდა, თუმცა 38-ე წუთზე მესამე ლელო გაუშვა და ტაიმი 17:21 დათმო, ხოლო მეორე ნახევარში ქულაც ვეღარ აიღო.

ბრეგვაძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო და 3 მიძალებაზე 7 მეტრით წაიწია, ერთი პასი და ერთიც ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში მან 2 ბოჭვა შეასრულა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი რაფავა-რუსკინი, მაგრამ ის მე-19 წუთზე დაშავდა და შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ „ლესტერი“ საჩემპიონო პლეი ოფში ზედიზედ მე-12-ედ გავიდა.

„ბათი“ „ნორთჰემპტონთან სტუმრად გამართული მატჩის მე-19 წუთზე, ჯეფრი უილიამსის დუბლით და პრისტლენდის გარდასახვებით 14:0 დაწინაურდა. ჯორჯ ნორთს ვიდეო-რეფერიმ ტაიმის მიწურულს ლელო გაუუქმა, მაგრამ მასპინძელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო. 56-ე წუთზე პირველი საპასუხო ლელო ჰარისონმა დადო, სტეფან მილერს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ მალე ჯარიმიდან აიღო 3 ქულა. 72-ე წუთზე „ბათის“ დაცვამ დარტყმებს ვეღარ გაუძლო და „ნორთჰემპტონმა“ მეორე ლელო დადო, ხოლო მილერმა გამარჯვების გარდასახვა შეასრულა - 15:14.

ლიდერთა ჯახში „ექსეტერმა“ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თავისი უშუალო კონკურენტი, „უოსპსი“ დაამარცხა - 24:3. მასპინძლებმა შესვენებამდე ლელო დადეს გარდასახვა გამოიყენეს, მეორე ტაიმში მათ უკვე ზურგქარიც ეხმარებოდა და კიდევ ორი ლელო გაიტანეს.

„ჰარლექუინსმა“ აუტსაიდერ „ლონდონ აირიშს“ 20 წუთში სამი ლელო დაუდო და 19:3 დაწინაურდა. მასპინძლებისთვის ეს პრაქტიკულად ბოლო შანსი იყო ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში დასარჩენად და შესვენებამდე ორი ლელო გაქვითა, მაგრამ ტაიმი 15:22 დათმო. ლონდონელებმა 56-ე წუთზე ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 65-ეზე ჯარიმით დაწინაურდნენ [25:22], მაგრამ საპასუხო ჯარიმა მალევე მიიღეს, 69-ე წუთზე კი სინკლერმა მეტოქეს მეოთხე ლელო დაუდო და ნიკ ევანსმა გარდასახვა გაიტანა - 32:25.

„სარასენსმა“ ნამიბიელი ჟაკ ბურგერის გაცილების მატჩში „ნიუკასლს“ მძიმე ბრძოლაში, 23:14 აჯობა. „ფალკონსმა“ პირველი ტაიმი მძლავრად ჩაატარეს და 14:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჰექსონ ვრეიმ დუბლი შეასრულა, მერე ლელო მარო იტოჯემ დადო და ლიდერმა პირველობა ვადაზე ადრე დაიბევა.

ინგლისი. პრემიერშიპი. XXI ტური

სეილი - გლოსტერი 11:12

ლესტერი - ვუსტერი 31:17

ნორთჰემპტონი - ბათი 15:14

ექსეტერი - უოსპსი 24:3

ლონდონ აირიში - ჰარლექუინსი 25:32

სარასენსი - ნიუკასლი 23:14

1.

სარასენსი

21

16

1

4

537:357

75

9

2.

ექსეტერი

21

14

0

7

523:337

69

13

3.

უოსპსი

21

14

0

7

560:385

67

11

4.

ლესტერი

21

14

0

7

482:437

64

8

5.

ნორთჰემპტონი

21

11

0

10

427:372

56

12

6.

ჰარლექუინსი

21

10

1

10

523:521

55

13

7.

სეილ შარქსი

21

10

2

9

435:444

54

10

8.

გლოსტერი

21

10

1

10

409:395

49

7

9.

ბათი

21

8

0

13

397:433

43

11

10.

ვუსტერი

21

7

0

14

401:554

35

7

11.

ნიუკასლი

21

5

1

15

342:535

26

4

12.

ლონდონ აირიში

21

4

0

17

316:582

20

4

XXII [ბოლო] ტური. 7 მაისი

ბათი - ლესტერი, გლოსტერი - ნორთჰემპტონი, ჰარლექუინსი - ექსეტერი, ნიუკასლი - სეილი, უოსპსი - ლონდონ აირიში, ვუსტერი - სარასენსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131562