კელტების ლიგა

11:21 | 3.05.2016 | ნანახია 1382 - ჯერ

„გლაზგო“ თავში მოექცა

კელტების ლიგის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოქმედი ჩემპიონი, შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ სატურნირო ცხრილის თავში მოექცა.

ჯერ კიდევ თებერვალში შოტლანდიელები მერვე ადგილზე იყვნენ და მათი საჩემპიონო ოთხეულში მოხვედრა სათუო იყო, მაგრამ მერე 9-მატჩიანი მოგებების სერია მიაბა, ქულები მეტოქეებმაც დაკარგეს და გუნდი იმ პოზიციაზე აღზევდა, მოქმედ ჩემპიონს რომ ეკადრება. ბოლოსწინა ტურში „გლაზგომ“ 7-ათასამდე გულშემატკივრის წინაშე იტალიურ „ძებრეს“ უმასპინძლა და პრობლემების გარეშე, 70:10 გაანადგურა.

სქოთებმა ჯამში 10 ლელო გაიტანეს, თითო ტაიმში 5 და ყველა გარდასახვა გამოიყენეს. იტალიელებმა პირველ ტაიმში ორი საპასუხო ლელო დადეს. გლაზგოელთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა ფიჯელმა მეორეხაზელმა ლეონ ნაკარავამ, რომელიც ახალ სეზონს საფრანგეთში დაიწყებს. ორი ლელო დადო გლენ ბრაისმა. გუნდის განაცხადში არ იყო ქართველი კვაჭი, რომელსაც კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და მომავალი სეზონისთვის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

„გლაზგო“ იტალიელების პრემიალური ძლევით პირველ ადგილზე ვერ აღზევდებოდა, რომ არა მეორე იტალიური კლუბის, „ბენეტონის“ სენსაციური გამარჯვება. მათ 3 700 მაყურებლის წინაშე ლიდერს, ირლანდიურ „კონახტს“ 22:21 სძლიეს. სტუმრებმა თამაში კარგად დაიწყეს და 15 წუთში ორი ლელო დადეს. თავი რორი პარატამ და ფიონ კერიმ გამოიჩინეს, ხოლო ჯონ კონეიმ გარდასახვები გამოიყენა - 14:0. ამის შემდეგ „კონახტი“ იოლი გამარჯვებისთვის გაემზადა, მაგრამ სამი წუთის ინტერვალით ლუკ მორისისა და აბრაამ სტეინისგან ორი საპასუხო ლელო მიიღეს. ჯეიდენ ჰავარდმა ერთი გარდასახა - 12:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კონახტი“ უკვე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და „ბენეტონი“ 19:14 დაწინაურდა, მაგრამ 52-ე წუთზე პეტერ რობიმ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო კონეიმ კიდიდან გარდასახა და ირლანდიელები წინ გაიყვანა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ჰავარდმა ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა და იტალიელებმა 22:21 მოგებით გაიხარეს. ამით „გლაზგოს“ საქმე ხომ გაკეთდა და თავად „ბენეტონმაც“ ბოლო ადგილს თავი დააღწია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკეთესი იტალიური კლუბი შემოდგომიდან ჩემპიონთა თასზე ითამაშებს, ხოლო მეორე ჩელენჯ ქაფზე დარჩება.

ტურის ცენტრალურ მატჩში, ირლანდიურ დერბიში დამარცხდა კიდევ ერთი ლიდერი „ლენსტერი“, რომელსაც „ოლსტერმა“ 30:6 მოუგო. ანგარიში მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს, მერე რობ კერნი უბურთო მეტოქეს ეთამაშა, რისთვისაც თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ჯონათან სექსტონმა შესვენებამდე ჩამორჩენა ჯარიმებით შეამცირა - 10:6.

53-ე წუთზე სინბინით უკვე ლუკ ფიცჯერალდი დაისაჯა და „ოლსტერი“ პედი ჯეკსონის ჯარიმით, ჯარედ პეინის ლელოთი და ლუკ მარშალის გარდასახვით 20:6 დაწინაურდა. სულ ბოლოს ჯექსონმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო მარშალმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამ მოგების შემდეგ „ოლსტერმა“ მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა პლეი ოფში მოხვედრა ჯერ დაბევებული არა აქვს.

მას ერთი ქულით ჩამორჩება „სკალტესი“, რომელმაც უელსურ დერბიში „ნიუპორტს“ 34:20 მოუგო და პრემიაც ჩაიწერა. მატჩის დებიუტში სტუმრებმა ორი ლელო დადეს და 14-ქულიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. „ნიუპორტმა“ რამდენჯერმე შეძლო სხვაობის 7 ქულამდე დაყვანა, მაგრამ 74-ე წუთზე გარეთ დევისისგან მეოთხე ლელო გაუშვა და მეტოქეს პრემიალური ქულაც გააყოლა.

ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულით მოიგო ირლანდიურმა „მანსტერმა“, მაგრამ ის მოწინავე ოთხეულში ვეღარ მოხვდება და მხოლოდ ჩემპიონთა თასის საგზურისთვის იბრძვის. ირლანდიელებმა შოტლანდიურ „ედინბურგს“ 27:19 მოუგეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ლელო დადეს, ედინბურგმა 64-ე წუთისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე მეოთხე ლელო გაუშვა.

კარდიფში უელსური დერბი 68 262-მა მაყურებელმა იხილა. „ოსპრეიზმა“ მასპინძელი „კარდიფისგან“ ორი ლელო გაუშვა, თავად კი ექვსი გაიტანა - 40:27. ამერიკელი ჰენონ დირკსენის და უელსელი 9 ნომერის, რის უების ანგარიშზე ორ-ორი ლელოა. „კარდიფმა“ ტაიმი 9:7 მოიგო და 50-ე წუთისთვის 17:7 დაწინაურდა, მაგრამ 5 წუთში დირკსენმა დუბლი შეასრულა. მასპინძლები 62-ე წუთზე ერთხელაც დაწინაურდნენ [24:19], თუმცა დასკვნით 10 წუთში სამი ლელო მიიღეს და ერთადერთი ჯარიმა გაიტანეს.

პრო 12. XXI ტური

ბენეტონი - კონახტი 22:21

გლაზგო - ძებრე 70:10

მანსტერი - ედინბურგი 27:19

კარდიფი - ოსპრეიზი 27:40

ოლსტერი - ლენსტერი 30:6

ნიუპორტი - სკარლეტსი 20:34

1.

გლაზგო

21

14

1

6

550:366

71

13

2.

კონახტი

21

14

0

7

493:399

69

13

3.

ლენსტერი

21

15

0

6

408:271

68

8

4.

ოლსტერი

21

13

0

8

442:281

64

12

5.

სკარლეტსი

21

14

0

7

462:427

63

7

6.

მანსტერი

21

12

0

9

428:402

58

10

7.

ოსპრეიზი

21

11

1

9

464:409

54

8

8.

ედინბურგი

21

11

0

10

388:345

53

9

9.

კარდიფი

21

10

0

11

521:444

52

12

10.

ნიუპორტი

21

4

0

17

331:445

26

10

11.

ბენეტონი

21

3

0

18

301:564

20

8

12.

ძებრე

21

4

0

17

261:696

19

3

XXII [ბოლო] ტური. 7 მაისი

კონახტი - გლაზგო, ედინბურგი - კარდიფი, ლენსტერი - ბენეტონი, მანსტერი - სკარლეტსი, ოსპრეიზი - ოლსტერი, ძებრე - ნიუპორტი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073701