ისტორიულად, ქართველი მეომრები ბრძოლის წინ ლელოს თამაშობდენ და ამ ტრადიციის დაცვით, უკვე რამოდენიმე წელია, ლელო-ბურთში საქართველოს შეიარაღებულ ძალთა სამხედრო ბრიგადების ჩემპიონატი იმართება.
აღდგომის წინა დღეებში გაიმართა შეჯიბრი, სადაც 10 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ქუთაისის მე-3 ბრიგადამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა სენაკის მე-2 ბრიგადა 5:3, ხოლო მესამე ადგილზე გორის სამხედრო ბრიგადა გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასით და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტნა დავით კილასონიამ დააჯილდოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია