6 ერი

18:58 | 10.02.2016 | ნანახია 932 - ჯერ

ირლანდიამ მაკფადენი და ობრაიენი დაიმატა

ექვსი ერის მეორე ტურში საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ, ირლანდიის ნაკრებმა „ლენსტერის“ უკანახაზელი ფერგუს მაკფადენი დაიმატა.

პირველ ტურში უელსთან 16:16 დასრულებულ შეხვედრაში საიმონ ზიბომ მუხლი, ხოლო ენდრიუ ტრიმბლიმ და ჯონათან სექსტონმა მხარი დაიზიანეს, ვერ ვარჯიშობენ და 29 წლის მორაგბესაც მათ შემცვლელად უხმეს.

ირლანდიის ბანაკში კიდევ ორი, სასიხარულო სიახლეა - შონ ობრაიენმა და ტომი ოდონელიმ ტრავმები მოიშუშეს და სამშაბათიდან გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.

„ტომი ოდონელიმ მკურნალობა დაასრულა და სრული დატვირთვით ივარჯიშა. სრული დატვირთვით ივარჯიშა შონ ობრაიენმაც. რაც შეეხება რობ ქერნის, მან ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი საკითხი ხუთშაბათს გადაწყდება“ - თქვა პრესკონფერენციაზე ირლანდიელთა მწვრთნელმა რიჩი მერფიმ და მომავალი მატჩისთვის შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით დაამატა:

„ამ ეტაპზე მომავალ მატჩში რომელიმე მოთამაშის მონაწილეობას ვერ გამოვრიცხავთ. ფრანგების წინააღმდეგ ისინი ითამაშებენ, ვინც მოცემული მომენტისთვის 100 %-ით იქნება მზად. ერთი რამ ცხადია, მომავალი ბრძოლისთვის მაქსიმალურად საუკეთესო შემადგენლობას შევარჩევთ“.

საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080957