საფრანგეთი ტოპ-14

0:08 | 3.05.2016 | ნანახია 2206 - ჯერ

ქუბრიაშვილის ლელო და კოლელიშვილის დაბრუნება

ტოპ-14-ის 22-ე ტური „ტულონის“ და „ტულუზის“ დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მასპინძლები სტუმრებზე ნაკლებად იყვნენ მოტივირებულნი და ინერტულად თამაშობდნენ. განსაკუთრებულად ცუდად მათი პირველი ხაზი გამოიყურებოდა, რომელიც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა მოწინააღმდეგეს. ამის გამო 26-ე წუთზე მასპინძლებმა ორივე ბურჯი შეცვალეს და თამაშში ლევან ჩილაჩავა. შერკინებაში, სტატიკაში სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ მასპინძლების მოტივაციას არაფერი ეშველა. ისინი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც შეხვედრის მიწურულს 9 ქულით ჩამორჩნენ. 74-ე წუთზე წამოწყებული შეტევა მამუკა გორგოძემ კარგად განავითარა, მისი ოფლოუდის შემდეგ ჩათამაშებული ბურთი ლელოშიც დაამიწეს მასპინძლებმა, მაგრამ ბოლო პასზე წინ თამაში დაფიქსირდა და ლელო გაუქმდა. მოგვიანებით, „ტულონმა“ ლელო მაინც დადო, მაგრამ ამით საქმეს ვეღარ უშველა და მხოდოდ ნუგეშის ქულას გამორჩა.

„ტულონის“ რიგებში ძირითდში დაიწყო შეხვედრა მამუკა გორგოძემ და სრულად ითამაშა, 6 მიძალებაზე 30 მეტრი გაიარა, 3 პასი და 1 ოფლოუდი გააკეთა, დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ აართვა მეტოქეს ბურთი. ბურჯი ლევან ჩილაჩავა 26-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში, შეტევაში დიდად არ უაქტიურია და მხოლოდ ერთი პასი გააკეთა, დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა და 1 გაუცუდდა, ბურთი კი, ერთხელ წაღლიტა მეტოქეს. მსაჯმა ის 2-ჯერ დააჯარიმა. „ტულუზის“ შემადგენლობაში ძირითადში იყო ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელიც მე-60-ე წუთზე შეცვალეს. ის შერკინებაში მშვენივრად იდგა და მეტოქესაც დიდი პრობლემები შეუქმნა. სხვა მხრივ 2 მიძალებაზე 1 მეტრით წაწია ბურთი, დაცვაში მასაც „ტულონელი“ კოლეგასავით 4 შედეგიანი და 1 გაცუდებული ბოჭვა მოუგროვდა.

მარცხის მიუხედავად, „ტულონმა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის შენარჩუნება შეძლო, ხოლო „ტულუზმა“ მეხუთე ადგილი გაიმყარა.

მეორე ადგილოსანმა „მონპელიემ“ შინ „გრენობლი“ გაანადგურა - 51:10. სტუმართა რბევაში თავისი დიდი წვლილი შეიტანეს ბურჯებმა მიხეილ ნარიაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა, რომლებიც ძირითადში იყვნენ და 65 წუთი ითამაშეს. გარდა იმისა, რომ ქართველებმა შერკინებაში სრულად დაჩაგრეს მოწინააღმდეგის პირველი ხაზი, მე-15-ე წუთზე ქუბრიაშვილმა ლელოც მიითვალა - მეტოქის 5-მეტრიან ზონაში დერეფნის შემდეგ ჩამოყალიბებულ მოლს, ის ბოლოში მოექცა და მიძალებით ლელოში შეაღწია. ეს მისთვის პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში „მონპელიეს“ რიგებში, ხოლო ტოპ-14-ში გატარებული კარიერის მანძილზე, მეორე. სტატისტიკურად, ქუბრიაშვილმა 9 მიძალებაზე 6 მეტრით წაიწია წინ, 2 პასი გააკეთა და 1 ოფლოუდი შეასრულა, დაცვაში ორჯერ მოიპოვა ბურთი და 1 ბოჭვა შეასრულა. შედარებით მოკრძალებული იყო შეტევაში მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც 6 მიძალებაზე მხოლოდ 1 მეტრით წაიწია წინ და ორი პასი გააკეთა, დაცვაში კი 5 შედეგიანი ბოჭვა გაახერხა.

ამ გამარჯვებით „მონპელიემ“ 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ „კლერმონთან“, რომელიც თავის მხრივ დაძაბულ ბრძლაში 6 ქულით დამარცხდა პარიზში „რასინგ 92“-თან - 20:26. სტუმართ რიგებს 4-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ძირითადში დაუბრუნდა მესამე ხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. სამწუხაროდ, მე-19-ე წუთზე ის დაშავდა და დროებით ტვინის შერყევის ტესტზე შეცვალეს, რის შემდეგაც მოედანზე აღარ დაბრუნებულა. თუ ტვინის შერყევა დადასტურდა, ვიტოს 4 კვირა მოუწევს უქმობა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, კოლელიშვილი საკმაოდ აქტიური იყო, 4 მიძალებაზე 10 მეტრით წაიწია წინ და 3 პასი გააკეთა, დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა და 1 გაუცუდდა. იმედია, მას შერყევა არ დაუდგინდება და უდისციპლინობის გამო გაცდენილ დროს ტრამვაც არ დაემატება.

აუტსაიდერმა „აჟენმა“ შინ უმოტივაციოდ დარჩენილი „ბრივი“ ბონუს ქულით დაამარცხა და ელიტაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს. ის შეტევაში აქტიურობდა და 9 მიძალებაზე 15 მეტრით წაიწია წინ, ერთხელ გაჭრა ხაზი და 2 მეტოქე გააბითურა, ხოლო დაცვაში 11 ბოჭვა შეასრულა. „აჟენის“ რიგებში სათადარიგოები იყვნენ ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომლებიც მოედანზე შესაბამისად, 56-ე და 74-ე წუთებზე შევიდნენ. გიორგის შტევაში არ უაქტიურია, დაცვაში 4 ბოჭვა შეარულა და 2 გაუცუდდა, თაზოს კი, მცირე დროის გამო სტატისტიკურად არაფერით გამოუჩენია თავი. უნდა აღინიშნოს რომ თაზოს ბოლო ორი თამაშია კლუბშიც შუამარბის პოზიციაზე ათამაშებენ.

ასევე მოიგო მეორე აუტსაიდერმა, „ოიონამაც“, რომლემაც შინ „ლა როშელი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 17:16.

უსახურ თამაშს განაგრძობს შარშანდელი ჩეპიონი „სტად ფრანსე“. პარიზელები ამჯერად სტუმრად „ბორდოსთან“ 25:35 დამარხდნენ. სტუმართა რიგებში სათდარიგო იყო და 48-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში ბურჯი ზურაბ ჟვანია, შეტევაში 2 მიძალებაზე 3 მეტრით წაიწია წინ, ხოლო დაცვაში მხოლოდ ერთი ბოჭვა შეასრულა. მართალია მოქმედი ჩემპიონი „ოიონას“ 10 ქულით უსწრებს, მაგრამ დარჩენილ 4 ტურში თუ მსგავსად განაგრძეს თამაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ, თან დარჩენილ ტურებში ორივე აუტსაიდერთან უწევთ შეხვედრა და მოდუნების უფლება არ ექნებათ.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „კასტრმა“ შინ „პო“ გაანადგურა - 37:6. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 25 წუთი ითამაშა ბურჯმა გიორგი ნაცარაშვილმა. მას შეტევაში თვი არ გამოუჩენია, ხოლო დაცვაში 1 ბოჭვა გაუცუდდა.

საფრანგეთი. ტოპ 14. XXII ტური

ტულონი - ტულუზი 10:12

მონპელიე - გრენობლი 51:10

ოიონა - ლა როშელი 17:16

აჟენი - ბრივი 37:19

კასტრი - პო 37:6

ბორდო - სტად ფრანსე 35:25

რასინგი - კლერმონი 26:20

1.

კლერმონი

22

15

1

6

615:381

75

13

2.

მონპელიე

22

16

0

6

633:456

73

9

3.

რასინგ 92

22

15

1

6

474:437

68

6

4.

ტულონი

22

13

0

9

630:387

68

16

5.

ტულუზი

22

12

2

8

528:332

61

9

6.

კასტრი

22

12

0

10

516:425

58

10

7.

ბორდო

22

12

2

8

479:419

57

5

8.

ლა როშელი

22

10

0

12

475:492

49

9

9.

ბრივი

22

10

1

11

409:450

48

6

10.

გრენობლი

22

10

0

12

541:632

47

7

11.

პო

22

9

1

12

358:558

41

3

12.

სტად ფრანსე

22

7

0

15

422:526

32

4

13.

ოიონა

22

5

0

17

365:705

22

2

14.

აჟენი

22

4

0

18

450:695

21

5

XXIII ტური. 6, 7, 8 მაისი

გრენობლი - ბორდო, ლა როშელი - მონპელიე, პო - კლერმონი, სტად ფრანსე - ოიონა, ბრივი - რასინგი, ტულუზი - აჟენი, ტულონი - კასტრი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124656