სუპერ რაგბის X ტურში, ავსტრალიურმა „რედსმა“ სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ უმასპინძლა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა - 30:17. წინდაწინ მატჩში ფავორიტის დასახელება რთული იყო, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ დაახლოებით ერთი ძალის გუნდები იდგნენ.
პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ეს შედეგზეც აისახა - გუნდებმა თითო გარდასახული ლელო და თითო ჯარიმა გაიტანეს. „რედსის“ ლელოთი ბროუინგის, ხოლო სტუმრებისა უსირ ქაზეიმის ანგარიშზეა - 10:10. მეორე ტაიმში უპირატესობა „წითლებმა“ იგდეს ხელთ, 46-ე და 63-ე წუთებზე მათმა ცხრიანმა ნიკ ფრისბიმ ორჯერ დაალელოვა სტუმრები და ორივეჯერ მაკინტაიერმა გარდასახა. ამ უკანასკნელმა მონაგარს ჯარიმაც შემატა - 27:10.
69-ე წუთზე ლიამ გილის სინბინით სტუმრებმა ისარგებლეს და რამდენიმე წამში ლელო მიითვალეს, რასაც ზეილინგას ზუსტად გარდასახვაც მოჰყვა. მაგრამ ამის მეტი „ჩიტასმა“ ვეღარაფერი შეძლო. სამაგიეროდ, 76-ე წუთზე მაკინტაიერმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:17.
შედეგად, „რედს“ და „ჩიტასს“ სატურნირო ცხრილში 12-12 ქულა მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეზობლად, მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილზე არიან.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია