კელტების ლიგა

10:15 | 29.04.2016 | ნანახია 2751 - ჯერ

რობინსონმა კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა

უელსის ნაკრებისა და „სკარლეტსის“ გარემარბმა ჰარი რობინსონმა კისრის ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა.

23 წლის რობინსონს კისერზე ოპერაცია გასულ ზაფხულს გაუკეთეს. მან მძიმე ტრავმა 2015 წლის მარტში, პრო12-ის მატჩის დროს მიიღო.

„მე განადგურებული ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 23 წლის ასაკში კარიერის დასრულება მომიწევდა. ძალიან ბევრს ვშრომობდი ბოლო 10 თვის განმავლობაში, რათა ძველი ფიზიკური მდგომარეობა დამებრუნებინა, სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი“ - აცხადებს ჰარი რობინსონი.

აწ უკვე ყოფილმა მორაგბემ უელსის ნაკრებში სამი მატჩის გამართვა მოასწრო და ორი ლელოც დადო. 2010-14 წლებში ჰარისონი „კარდიფ ბლუზის“, ხოლო 2014-16 წლებში „სკარლეტსის“ ღირსებას იცავდა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079987