კელტების ლიგა

22:39 | 28.04.2016 | ნანახია 3363 - ჯერ

მამუკაშვილი „გლაზგოს“ დატოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „გლაზგო უორიორსს“ დატოვებს.

25 წლის „ბორჯღალოსანი“ შოტლანდიურ გრანდში 2015 წლის შემოდგომაზე, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა ის რვა მორაგბე დაასახელა, რომლებთანაც კლუბი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და მათ შორის მამუკაშვილის გვარიც ახსენა.

„ყველა იმ მორაგბეს, რომელიც გუნდს ტოვებს, მინდა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. ყველა მათგანმა „გლაზგოს“ საკეთილდღეოდ მაქსიმუმი გაიღო და მათ წარმატებებს ვუსრვებთ“ - თქვა მწვრთნელმა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მომავალი სეზონისთვის კვაჭის პოზიციაზე ახალზელანდიელი კორი ფლინი შეიგულა.

ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილი მორაგბე, საქართველოში მშობლიური კლუბის გარდა თბილისის „არმიას“ ღირსებას იცავდა, გასული სეზონი ინგლისის პრემიერშიპის „სეილ შარქსში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში, „გლაზგოს“ მაისურით ჩემპიონთა თასის 4 და პრო 12-ის 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079412