საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რამდენიმე წლის წინ სასიამოვნო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. ის გარკვეული პერიოდულობით, ასევე მნიშვნელოვანი სარაგბო ღონისძიებების წინ და შემდგომ, გულშემატკივრებს მასპინძლობდა და ყველა საინტერესო საკითხზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.
სრკ-ს ახალმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ამ ტრადიციის შენარჩუნება განიზრახა და მისგან გაჩნდა ინიციატივა, რომ გულშემატკივრებს 16, ან 17 მაისს, საღამოს 18-19 საათისთვის შეხვდეს. რადგან ტრადიციაზე და მის შენარჩუნებაზეა საუბარი, ყველა მსურველს, ვინც ამ შეხვედრას დაესწრება, ექნება საშუალება დასვას ნებისმიერი შინაარსის კითხვა, ან გააჟღეროს საკუთარი იდეა.
შეხვედრა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართება, ზუსტი დღე და საათი კი, გულშემატკივრის ასარჩევია.
პ.ს.: სტატიების ქვევით კომენტარების დასატოვებლად საჭიროა რაგბის გვერდზე დარეგისტრირება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც „მსოფლიო სპორტის“ გვერდზე უკვე არიან დარეგისტრირებული. სწორედ კომენტარების მეშვეობით მოხდება ზუსტი თარიღის და დროის შერჩევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
17 მაისი 19 საათი კარგი დროა.
17 მაისს 19 საათზე