ინგლისური „სარასენსის“ ნამიბიელი მესამეხაზელი ჟაკ ბურგერი კვირას „ნიუკასლ ფალკონსთან“ მატჩის შემდეგ მორაგბის კარიერას დაასრულებს. 32 წლის ბურგერმა სანაკრებო დონეზე ბოლოს 2015 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა (16:17).
ჟაკი, რომელიც რაგბიდან წასვლის შემდეგ მშობლიურ მხარეში ფერმერობას გეგმავს, თავის განვლილ კარიერას აფასებს:
„კვირას ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ეტაპი დასრულდება. საწყენია, მაგრამ დასასრული ყოველთვის დგება. ბავშვობაში მინდოდა პროფესიონალი მორაგბე გავმხდარიყავი, მე ეს ოცნება ამიხდა. „სარასენში“ არაჩვეულებრივი დრო გავატარე, მადლობა კლუბს ყველაფრისათვის“ - აცხადებს ბურგერი.
„სარასენსითვის“ ჟაკი შესანიშნავი მოთამაშე იყო. მას ბაძავდნენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. იგი ნამდვილად შევა კლუბის ისტორიაში“ - ამბობს „სარასენსის“ მთავარი მწვრთნელი მარკ მაკკალანი.
ნამიბიელთა ლეგენდამ „სარასენში“ 113, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 41 შეხვედრა ჩაატარა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია