მსოფლიო სერია

13:58 | 28.04.2016 | ნანახია 2033 - ჯერ

ვარსკვლავებს ფიჯის 7-კაცამაც უხმო

მსოფლიო სერიის ლიდერის, ფიჯის 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბენ რაიანმა, პარიზის ეტაპისთვის 17-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია და 15-კაცა ნაკრებიდან ოთხი ვარსკვლავი შეარჩია.

ოთხივე მორაგბე ევროპაში თამაშობს - ლეონ ნაკარავა „გლაზგო უორიორსიდან“, ვეისეა ნაიაკალევუ „სტად ფრანსედან“, ჯოშუა ტუისოვა „ტულონიდან“ და სამისონი ვირივირი „მონტობანიდან“. გუნდშია და პარიზის ეტაპისთვის ემზადება „ტულონელი“ სემი კუნატანი, რომელმაც წინა ორ ეტაპზეც ითამაშა.

მათ გარდა გაფართოებულ შემადგენლობაშია 12 ის მოთამაშე, რომლებმაც ჰონკონგის ეტაპის ფინალში ახალი ზელანდია 21:7 დაამარცხეს. 8 ეტაპის შემდეგ ფიჯის 147 ქულა აქვს, საერთო ცხრილში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ სამხრეთ აფრიკას 8 ქულით უსწრებს. პარიზის ეტაპი 13-14 მაისს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087385