საქართველოს ჭაბუკთა „ა“ ლიგაში სამი ისეთი გუნდი დარჩა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ჯერ არ დამარცხებულან. მეორე ეტაპის მესამე ტურამდე ასეთი ოთხი იყო, მაგრამ ურთიერთშეხვედრაში ერთი მათგანი დამარცხდა.
ეს თამაში რუსთავში გაიმართა და ადგილობრივმა „ხარებმა“ თბილისის „ლოკომოტივთან“ დაძაბულ ბრძოლაში მცირედით წააგო - 18:20. მოწინავე რვა გუნდის შეხვედრებს შორის, ასეთი დაძაბულობა კიდევ ერთ თამაშში იყო. ქუთაისში „ბაგრატი“ „ჯიქს“ მასპინძლობდა და მიუხედავად დიდი მონდომებისა, მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, ხოლო „ბაგრატი“ პრემიას დასჯერდა - 23:22 „ჯიქის“ სასარგებლოდ.
ქუთაისის კიდევ ერთმა გუნდმა „აია 1“-მა, მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაუშვა, მაგრამ ამას მისთვის მორიგ პრემიალურ გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია და თბილისში „არმიას“ მწარე მარცხი აგემა - 72:5. მართალია ასეთი სხვაობით ვერა, თუმცა პრემიალური ქულით გაიმარჯვა „ლელომ“, რომელმაც „იუნკერი ჩოხოსნებისგან“ ერთი ლელო გაუშვა და თავად ოთხი გაიტანა - 28:7.
ზაფხულის შესვენებამდე გუნდები კიდევ ორ-ორ თამაშს გამართავენ და მომდევნო ტურში არა, მაგრამ 10-11 მაისს ლიდერთა სამეულიდან ორი გუნდი ერთმანეთს ხვდება, რაც საინტერესო ბრძოლის წინაპირობაა.
27/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ |
1 | აია 1 ქუთაისი (ა1) | 3 | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 0 | 220:008 | +212 | 15 |
2 | ლელო თბილისი (ბ1) | 3 | 3 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 088:013 | +75 | 14 |
2 | ლოკომოტივი თბილისი (გ1) | 3 | 3 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 101:026 | +75 | 14 |
4 | ხარები რუსთავი (დ1) | 3 | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 060:044 | +16 | 9 |
5 | ჯიქი თბილისი (ა2) | 3 | 1 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 033:089 | -56 | 5 |
6 | ბაგრატი ქუთაისი (ბ2) | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 2 | 0 | 028:130 | -102 | 2 |
7 | იუნკერები ჩოხოსნები (დ2) | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 029:095 | -66 | 0 |
8 | არმია თბილისი (გ2) | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 008:162 | -154 | 0 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 27/04 @ 18.35 | ||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია