ინგლისური „ჰარლექუინსის“ ბურჯი ჯო მარლერი, გასულ პარასკევს ფრანგულ „გრენობლთან“ თამაშისას მომხდარი ინციდენტის გამო ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
საუბარია ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალური მატჩის იმ ეპიზოდზე, რა დროსაც მარლერმა მეტოქე გუნდის კვაჭს ბოჭვის შემდეგ თავი არ მიანება და სახეში წიხლი მიჰკრა.
25 წლის ინგლისის ნაკრების მორაგბისთვის არასპორტული საქციელები უცხო სულაც არაა. მაგალითად გამოდგება მასსა და არგენტინელ მარკოს აიერზას შორის გამართული მუშტი-კრივი, რის შემდეგაც ორივე მორაგბემ წითელი ბარათი მიიღო. წლევანდელი ექვსი ერის გათამაშებაში კი, მარლერი უელსელი სამსონ ლის წინააღმდეგ რასისტულ გამონათქვამებში დაადანაშულეს.
„ჰრლიქუისნმა“ „გრენობლთან“ მატჩი 30:6 მოიგო და ჩელენჯ ქაფის ფინალში გავიდა, სადაც მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიეს“ შეხვდება.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია