ინგლისი

11:38 | 29.03.2016 | ნანახია 1339 - ჯერ

„ვუსტერს“ ვეღარ აჩერებენ

საქართველოს ნაკრების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერს“ ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ მთელი სეზონი ასე რომ ეთამაშა, ახლა გუნდი ჩემპიონობის კანდიდატებში იქნებოდა.

„მებრძოლებმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგეს და დაქვეითების საფრთხე საბოლოოდ ჩავლილია. მე-18 ტურში „ვუსტერმა“ აუტსაიდერ „ლონდონ აირიშს“ ჯარიმების ხარჯზე 12:6 აჯობა და 10 ათასამდე გულშემატკივარი გაახარა. ქართველმა კვაჭმა შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა და ორჯერ უშედეგოდ შეუტია, ერთხელ თერნოვერი გაახერხა, დაცვაში სამი ბოჭვა შეასრულა და 4-ჯერ დერეფანში ბურთი შედეგიანად ააგდო.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა ინგლისური პასპორტის მქონე ქართველმა ბურჯმა ვალ რაფავა-რუსკინმა. მან 4-ჯერ შეუტია და 6 მეტრი მოიგო, 2 გადაცემა გააკეთა, 10 შესრულებული ბოჭვის წილ, ერთი გაუფუჭდა, 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი და ორჯერ დაჯარიმდა.

ამასობაში „სარასენსმა“ ტურის ცენტრალურ მატჩში უშუალო კონკურენტი „ექსეტერი“ 36:18 დაამარცხა, პრემიალური ქულაც აიღო და ერთი ტურით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. გუნდს ექვსი ერის მომგები ინგლისის ნაკრების წევრები რომ დაუბრუნდა, თამაშზეც დაეტყო. გადამწყვეტი როლი ამ მოგებაში ბილი ვუნიპოლამ და ოუენ ფარელიმ ითამაშეს - პირველმა „სარასენსს“ შერკინებაში მოუტანა უპირატესობა, მეორემ ეს უპირატესობა სწორად წარმართა.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი ლელო დადეს - ალექს გუდმა, რომელისთვისაც ეს შეხვედრა „სარასენსის“ მაისურით მე-200 იყო და მაკო ვუნიპოლამ, რაზეც ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ორი ჯარიმით უპასუხეს - 12:6. მეორე ტაიმში ფარელიმ ბრწყინვალედ გაჭრა ხაზი და ლელო თავადვე გარდასახა. ტომას ველდრუმმა ლელოთი თითქოს თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ „სარასენსმა“ სათამაშო უპირატესობა კიდევ ორ ლელოში ასახა და 74-ე წუთისთვის 36:11 დაწინაურდა. სულ ბოლოს ველდრუმმა დუბლი შეასრულა, თუმცა ამას აღარაფერი შეუცვლია.

როგორც ჩანს, „გლოსტერს“ სეზონის მიწურულს სერიოზული პრობლემები აქვს და აგერ უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, თანაც სამივე მასზე ქვევით მყოფ გუნდებთან. „ვუსტერთან“ და „ლონდონ აირიშთან“ მარცხის შემდეგ, 16 ათასზე მეტი მაყურებელი ტრიბუნაზე შეიკრიბა, რათა საყვარელი გუნდი „ბათთან“ ჯახში გაემხნევებინა, თუმცა... სტუმრებმა საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებელი შეინახეს და მართალია ტაიმი 7:9 დათმეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება იზეიმეს. პირველი ლელო ჰენრი ტომასის დამსახურებაა: ბურჯმა სამ მცველს ბულდოზერივით გადაუარა და კრის კოკს ისღა დარჩენოდა ბურთი ძელებს უკან დაემიწებინა. თამაში რომ განახლდა ჯორჯ ფორდის გრძელი პასი სემესა როკოდუგუნიმ შეირგო და ალამთან შეხტა. ლეიდლოუმ ჯარიმით წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინა, თუმცა 75-ე წუთზე როკოდუგუნიმ მცველებს შორის ცრუმოძრაობებით გაიკვლია გზა და „ბათს“ 17:12 მოაგებინა.

„სეილ შარქსს“ „ლესტერ თაიგერსთან“ გამარჯვება დენი სპირიანიმ მოუტანა, რომელიც გუნდს 17 ქულით შეეწია და რაც მთავარია, გამარჯვების ლელო სწორედ მის ანგარიშზეა. მასპინძლები მთელი თამაში წინ იყვნენ, მაგრამ მერე ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო შეხვედრა დაახლოებით 10 წუთით შეწყდა და განახლებისთანავე ვერენიკი გონევას ლელო ოუენ უილიამსმა გარდასახა, რითაც წონასწორობა აღადგინა. სიპრიანი ამას არ შეეგუა და ლელო 70-ე წუთზე დაამიწა, მერე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და „ზვიგენებს“, რომელთაც ერთი გამოტოვებული შეხვედრა აქვთ, რეგულარული გათამაშების მეოთხე ადგილზე დასრულების შანსი გაუჩნდა.

„უოსპსმა“ „ნიუკასლს“ სტუმრად კლასის ხარჯზე 34:20 აჯობა. თამაში კარგი სანახავი გამოდგა და ჯამში 7 ლელო გავიდა, რომელთაგან ხუთი სტუმრების ანგარიშზეა. დუბლი შეასრულეს დენ რობინსონმა და ტომას იანგმა, პრემიალური ქულა კი, „უოსპს“ 56-ე წუთზე უკვე განაღდებული ჰქონდა.

„ნორთჰემპტონმა“ „ჰარლექუინსი“ 29:23 დაამარცხა და მოწინავე ოთხეულში დაბრუნდა. მასპინძლებმა ოთხი ლელო გაიტანეს და თავად მხოლოდ ორი გაუშვეს, მაგრამ ბრძოლა მაინც მძიმე გამოდგა. გუნდებმა პირველ ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს, ოღონდ „ჰარლექუნსმა“ ჯარიმებიც გაიტანა და 20:12 დაწინაურდა. „ნორთჰემპტონმა“ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, ბენ ფოდენმა ლელოთი წონასწორობა 54-ე წუთზე აღადგინა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ, 73-ეზე კი, მათ პრემიალური ქულაც გაინაღდეს და მოგებაც დაიბევეს. შედეგად, სულ ბოლოს სტუმრების მიერ გატანილმა ჯარიმამ „ჰარლექუინსს“ მხოლოდ პრემიალური ქულა მოუტანა.

ავივა პრემიერშიპი. XVIII ტური

სარასენსი - ექსეტერი 36:18

გლოსტერი - ბათი 12:17

ვუსტერი - ლონდონ აირიში 12:6

სეილი - ლესტერი 27:20

ნიუკასლი - უოსპსი 20:34

ნორთჰემპტონი - ჰარლექუინსი 29:23

1.

სარასენსი

18

13

1

4

462:321

62

8

2.

ექსეტერი

18

12

0

6

440:306

59

11

3.

უოსპსი

18

12

0

6

475:320

58

10

4.

ნორთჰემპტონი

18

10

0

8

382:300

51

11

5.

ლესტერი

18

11

0

7

386:366

50

6

6.

ჰარლექუინსი

18

8

1

9

433:449

45

11

7.

სეილი

17

8

2

7

339:368

42

6

8.

გლოსტერი

18

8

1

9

351:340

40

6

9.

ბათი

17

7

0

10

324:333

37

9

10.

ვუსტერი

18

7

0

11

337:419

34

6

11.

ნიუკასლი

18

4

1

13

290:460

22

4

12.

ლონდონ აირიში

18

4

0

14

270:507

18

2

XIX ტური. 1-3 აპრილი

ბათი - სარასენსი, ექსეტერი - ვუსტერი, ჰარლექუინსი - ნიუკასლი, ლონდონ აირიში - სეილი, ლესტერი - გლოსტერი, უოსპსი - ნორთჰემპტონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:22 | 29.03.2016
Ika.K (16)

კაი თამაში იყო

0.083231