ტოპ 14

15:37 | 27.04.2016 | ნანახია 1481 - ჯერ

ნაკარავამ გეზი საფრანგეთისკენ აიღო

„გლაზგო უორიორსის“ ფიჯელი მორაგბე ლეონი ნაკარავა წლის ბოლოს გუნდის დატოვებას და საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგებას გეგმავს. მისი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

„ლეონიმ ევროპის წამყვანი კლუბებისგან დიდი ყურადღება მიიპყრო, ეს განსაკუთრებით მსოფლიო თასის შემდეგ მოხდა. ჩვენ მის შენარჩუნებას ვცდილობდით, თუმცა ახლა თანახმა ვართ სეზონის ბოლოს წავიდეს. მან კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ლეონი ბევრს შრომობდა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეორეხაზელადაც ჩამოყალიბდა“ - აცხადებს „გლაზგო უორიორსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი.

„ასეთი შემოთავაზება ცხოვრებაში ერთხელ მოდის და მე არ შემეძლო ამაზე უარი მეთქვა. თანაგუნდელებთან განშორება გაძნელდება, თუმცა მათთან კონტაქტს კვლავ განვაგრძობ. მადლობა გუნდს და მის ქომაგებს ყველაფრისათვის“ - აცხადებს ლეონი ნაკარავა.

28 წლის ფიჯელმა შოტლანდიურ კლუბში 3 წელი გაატარა, რა დროშიც 65 მატჩის გამართვა და 4 ლელოს დადება მოახერხა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09328