სამხრეთ აფრიკის მთავრობამ, კერძოდ კულტურისა და სპორტის მინისტრმა ფიკილე მბალულამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
ეს დიდი დარტყმაა სამხრეთ აფრიკის რაგბისთვის, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლებისთვის ირლანდიასთან, იტალიასთან და საფრანგეთთან აპირებს კონკურენციას.
მბალულას გადაწყვეტილება რაგბის კავშირის მხრიდან ტრანსფორმაციის პირობების დარღვევას უკავშირდება, რაც ქვეყნის ეროვნულ და ყველა ფორმაციის ნაკრებში, ასევე კლუბებში, ფერადკანიანი მორაგბეების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. მსგავსი სასჯელი დაეკისრა მძლეოსნობის, კრიკეტის და ნეთბოლის ფედერაციებს, ხოლო ფეხბურთის ფედერაციას სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი წელი მიეცა.
მინისტრისვე განცხადებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სამინისტრო ამ ფედერაციებს დაფინანსებას შეუწყვეტს.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკვე წელს ნაწილობრივ და უმეტესად მომავალ წელს, სიტუაცია შეიცვლება. მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს ამის გამო საფრთხე ექმნება ქვეყანაში ტესტ-მატჩების, რაგბი ჩემპიონშიპის შეხვედრების და 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის კეიპტაუნის ეტაპის ჩატარებას - მბალულას ინიციატივა არსებულ ტურნირებს არ ეხება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამათმა სულ გაუბერეს ! ანუ აპარტეიდი დაიწყო პირიქით თეთრკანიანების წინააღმდეგ ? D მართლები იყვნენ იან სმიტსი და კუ-კლუქს-კლანელები ამათ რომ ჩაგრავდნენ
ეტყობა ისევ მოუწევს სოკს და სხვა ფედერაციებს ამათი არ დაშვება ოლიმპიადებზე და სხვა ჩემპიონატებზე ! ადრე ზანგების ჩაგვრისთვის რომ არ უშვებდნენ ეხლა პირიქით თეთრების ჩაგვრის გამო არ უნდა დაუშვან !@ DDD
+1
რამდენად დაცენზურებული ხალხი არსებობს ამ ქვეყნად.