მსოფლიო თასი

10:42 | 27.04.2016 | ნანახია 1562 - ჯერ

მეალამუ და ვუდკოკი დააფასეს

„ოლ ბლექსის“ კაპიტანის, რიჩი მაკქოუს კვალდაკვალ, ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის ახალი ზელანდიის უმაღლესი ჯილდოთი ტონი ვუდკოკი და კევენ მეალამუ დააჯილდოვეს.

„თუ გსურს, რომ ცხოვრებაში და სპორტში რამეს მიაღწიო, ბევრი რამ უნდა გაწირო. ის, ვინც ფიქრობს, რომ სპორტსმენობა გლამურული სამუშაოა, ძალიან მაგრად ცდება. მე მადლობელი ვარ რაგბის, მისგან ბევრი რამ მივიღე. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება“ - თქვა მეალამუმ, რომლის ანგარიშზეც 132 სანაკრებო მატჩია და რომელმაც კარიერა 2015 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ დაასრულა.

„ეს განსაკუთრებული ჯილდოა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მსგავს პატივზე ვერც კი ვიოცნებებდი“ - ეს კი ვუდკოკის სიტყვებია, რომელმაც კარიერა ასევე 2015 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ დაასრულა და რომლის ანგარიშზეც 118 კეპია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082218