სტატიები

10:06 | 27.04.2016 | ნანახია 4338 - ჯერ

„შრამების ომი“:ბოლო დროის ყველაზე საზარელი ტრავმები

რაგბი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე თავდაუზოგავი სახეობაა,რომელიც ბრძოლის ჟინს, მეტოქესთან მედგრად დგომასა და მოედანზე თავდადებას მოითხოვს,რის გამოც რაგბიში ხშირია ტრავმები.

გთავაზობთსოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ,ბოლო დროის ყველაზე საზარელი ტრამვების სიას,რომელიც walesonline-მა გულშემატკივართა გამოკითხვით გამოავლინა და „შრამების ომი“ უწოდა.

  • ალექსანდრ დიუმულენი

ჩემპიონთა თასის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალში („რასინგი“-„ტულონი“ 19:16), მატჩის მე-10 წუთზე პარიზული „რასინგის“ მორაგბე ალექსანდრ დიუმულენმა ცხვირი დაიზიანა.ექიმების განცხადებით,ჭრილობა იმდენად ღრმაა,რომ შესაძლოა 26 წლის მორაგბეს სამუდამო ნაიარევი დარჩეს. დიუმულენს 2 კვირა ჰქონდა გამოსაჯანმრთელებლად,რათა ინგლისური „ლესტერ თაიგერსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში მოსულიყო.

  • სენზუს ჯონსტონი

ტოპ 14-ის მე-18 ტურში („ტულუზი“-„ბორდო“ 13:13), მატჩის 33-ე წუთზე „ტულუზის“ პირველხაზელმა სენზუს ჯონსტონმა თვალის ბუდე სერიოზულად დაიზიანა.სამოელ მორაგბეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა,მაგრამ ჯონსტონმა ქირურგიული ჩარევა დროებით გადაადებინა,რადგან Tweeter-ზე აქვეყნებდა ფოტოს წარწერით „ნაადრევი „ჰელოუინი“ დამიდგა,დროა დავისვენო“.ექიმების განცხადებით,34 წლის მორაგბე 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს.

  • დენ ლიდეიტი

უელსელმა დენ ლიდეიტმა ირლანდიასთან მატჩში სახის ორ სხვადასხვა ადგილზე იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო,რომ ჭრილობებში ფოლადის ფირფიტების ჩასმაც კი დასჭირდა.მან თავისი იარების ფოტო Tweeter-ზე გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „დროაშევეშვა საკუთარი სახის მონტაჟს და დავტოვო ისეთი,როგორიც არის“.

  • სემუორბარტონი

უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სემ უორბარტონი „ლესტერის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში მუშტი-კრივის მსხვერპლი გახდა და თვალის არეში ტრავმა მიიღო.უორბარტონმა თამაშის შეწყვეტა არ ისურვა,თუმცა ზუსტად 13 წუთში საავადმყოფოში სასწრაფოდ გადასაყვანი გახდა, სადაც შემდგომ რამდენიმე ნაკერი დაადეს.

  • ნიკოლას შონერტი

გასული წლის ნოემბერში „ვუსტერ უორიორსის“ მორაგბე ნიკოლას შონერტმა „სარასენსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სახის არეში შემზარავი დაზიანება მიიღო,რომელიც 2015 წლის ყველაზე მტკივნეულ ტრავმად აღიარეს. „ჩიტასის“ ყოფილ ბურჯს 40 ნაკერი დასჭირდა,მაგრამ ნიკოლასმა ტკივილი არაფრად ჩააგდო და გულშემატკივრებს მატჩის შთაბეჭდილებები გაუზიარა: „არცთუწარმატებული დღე იყო ჩემი სახისთვის,მაგრამ ფაქტია,რომ განზრახ არავის დავუზიანებივარ.ჩემთვის პრივილეგია იყო „თვიქნემზე“ თამაში,ასერომ, ტრავმამ მეორე პლანზე გადაინაცვლა“.

  • რიჩარდ ჰიბარდი

უელსის ეროვნული ნაკრების კვაჭის, რიჩარდ ჰიბარდისკარიერის წარმატებული მოდელირება ამა წლის თებერვალში შეყოვნდა,როდესაც „გლოსტერთან“მატჩში ცხვირის ტრავმა მიიღო.ნამატჩევს მან განაცხადა: „ოდესმე შეგიშინებიათ ბავშვი ცხვირის მოპარვით? ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა,მე ცხვირი მომპარეს“.

  • ლექი მანრო

ახალზელანდიელი ლექი მანროს ტუჩის ტრავმა,უდავოდ,ყველაზე საზარელია მათ შორის,რაც კი ბოლო დროს სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულა.მანრომ დაზიანება საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის,პრო დ2-ის მატჩში მიიღო.შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა: „ჩემი ტუჩი საზარელ მდგომარეობაშია.არავითარი კოცნა და რაგბის თამაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში,ეს საშინელებაა“.

  • ვალანტენ კურანი

2012 წელს ფრანგმა ფულბექმავალანტენ კურანმა„გრენობლის“ კვართით ლელოს დადებისასმძიმე ტრავმა მიიღო.როგორც ცნობილია, მას თანაგუნდელის, ენტონი ჰეგარტის ფეხი მოხვდა და ზედა ტუჩი გაუხლიჩა.

„ბიარიცის“ ყოფილი მოთამაშე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაადეს ნაკერები,მაგრამ, ექიმების განცხადებით, ჭრილობა იმდენად ღრმა აღმოჩნდა,რომ ნაიარევი სახეზე მთელი ცხოვრება დარჩება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:50 | 27.04.2016
Alexandre74 (13)

მანროს მაგივრად მე მეტკინა

16:54 | 27.04.2016
Dima89D (9)

კურანს რა საშინელი ტრამვა აქვს

16:49 | 27.04.2016
Ika.K (16)

ჭირდება ასეთი სტატიები მრავალფეროვნებისთვის გვერდს:კარგია

11:52 | 27.04.2016
GiorgiG83 (525)

რაგბის პოპულარობაზე ზრუნვა მსგავს სტატიებს გამორიცხავს
სხვა რამეზე გადაიტანეთ აქცენტი

15:34 | 27.04.2016
cinikosi (1)

ქართულ რეალობაში ძალიან მაგარი საიტია . მე თუ მკითხავ მსგავსი სტატიები უფრო მრავალფეროვანს ხდის გვერდს . რაღაც არ მგონია ამან ხელი შეუშალოს რაგბის პოპულარობის ზრდას ))

0.109671