იტალიის ეროვნული ნაკრებისა და პარიზული „რასინგ 92“-ის ბურჯი მარტინ კასტროჯოვანი შარში გაეხვა.
მან კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ოჯახური პრობლემების გამო, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა, სასწრაფოდ არგენტინაში უნდა გამგზავრებულიყო და ამის გამო გუნდს ნოტონგემში, „ლესტერ თაიგერსთან“ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური მატჩის გასამართად არ გაყვა. მერე პრესაში გავრცელდა ფოტო, სადაც 34 წლის კასტროჯოვანი საფეხბურთო კლუბ პსჟ-ს მოთამაშეებთან ერთად ლას ვეგასში, ერთ-ერთ სასტუმროში გართობისასაა აღბეჭდილი და კლუბმაც საქმის გარკვევამდე მასთან კონტრაქტი შეაჩერა.
„მას შემდეგ, რაც პრესაში გამოჩნდა ფოტო, სადაც მარტინ კასტროჯოვანი ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში პსჟ-ს ფეხბურთელებთან ერთადაა აღბეჭდილი და ეს იმ პერიოდში ხდება, როდესაც გუნდი ნორთჰემპტონში ჩემპიონთა თასის ფინალის საგზურისთვის იბრძოდა, სიტუაციის გარკვევამდე მასთან თანამშრომლობა შეწყდა“ - წერია „რასინგ 92“-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია