სხვა

22:57 | 26.04.2016 | ნანახია 3986 - ჯერ

გზა „იმედიდან“ კატალონიის ჩემპიონობამდე

კვირას, 24 აპრილს, კატალონიის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში „ბარსელონა ბ“-მ თანაქალაქელი CEU 19:11 დაამარცხა.

ამრიგად, „ბარსელონა ბ“ კატალონიის ჩემპიონია, „დივისიონ დე ონორის“ ლიგის თემა კი, ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ სწორედ აქ თამაშობს 18 წლის საბა ჩიგოგიძე, რომელიც შარშან „ბარსელონასთან“ ერთად კატალონიის ვიცე ჩემპიონი გახდა, ხოლო წელს ჩემპიონის თასი შემართა.

მისი სარაგბო კარიერა ქუთაისის „იმედში“, 9 წლის ასაკში დაიწყო. ბორის ზიბზიბაძის (ქუთაისის „აიას“ ლეგენდარული მორაგბე, რომლის დროსაც ქუთაისური კლუბი მთელს საბჭოთა კავშირს აზანზარებდა) მიერ აღზრდილი ბიჭი, დღეს თავის ადგილს ბარსელონას სარაგბო კლუბში იმკვიდრეს და „ბარსა ბ“-ს მოთამაშეა, სადაც მხოლოდ 21 წელს ზემოთ მორაგბეები ირიცხებიან.

გამონაკლისი მხოლოდ ეს ქართველი ბიჭია. 18 წლის საბა ჩიგოგიძე კატალონიის ჩემპიონია და როგორც კლუბში, ასევე ტურნირში, უმრწმესი მოთამაშე იყო.

საბა ჩიგოგიძე: „კატალონიის სარაგბო კლუბები ერთმანეთს შევეჯიბრეთ, რათა უკეთესი გამოვლენილიყო, რომელიც შემდგომში ესპანეთის ჩემპიონატში ჩაებმებოდა. დასახული მიზნის მიღწევა მარტივი არ აღმოჩნდა, ბევრი შრომა დაგვჭირდა და დღეს ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. რაგბის გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი, რადგან 100%-ით მხოლოდ ამ სპორტზე ვყოფილიყავი ორიენტირებული. მომავალში მინდა, რომ „ბორჯღალოსანი“ გავხდე და საქართველოს ეროვნულ ნაკრების კვართი მოვირგო“.

ავტორი: ნინუცა კაპანაძე

JaumeAndreuPhotography


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.151296