ფიჯის ეროვნული ნაკრებისა და „კუსეიდერსის“ გარემარბი ნემანია ნადოლო, სადისციპლინო კომისიამ სახიფათო ბოჭვის შესრულებაში დაადანაშაულა და ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
შემთხვევა 24 აპრილს, სუპერ რაგბის მე-9 ტურში ავსტრალიაში, „ბრამბისთან“ 40:14 მოგებული მატჩისას მოხდა. კანბერაში შეხვედრის 39-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნადოლომ მეტოქის არგენტინელი 9 ნომერი ტომას კუბელი ხელში აიყვანა და მოედანზე სახიფათოდ დაუშვა.
SANZAR-ის სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელმა კრის მორისმა სიტუაცია ამგვარად ახსნა:
„ნემანია ნადოლომ ეპიზოდის გარჩევისას დანაშაული აღიარა. დანაშაული 4-კვირიან სასჯელს ითვალისწინებს. გავითვალისწინეთ რა მორაგბის პროფესიული კარიერა და ის, რომ დანაშაული მას განზრახ არ ჩაუდენია, სასჯელი ორი კვირით შევუმსუბუქეთ. თუმცა, გავითვალისწინეთ „მსოფლიო რაგბი“-ს რეკომენდაცია, რომელიც მსგავსი დანაშაულის მკაცრად დასჯას მოითხოვს და ეს ორი კვირა ისევ დავამატეთ. ამრიგად, ნადოლო 2016 წლის 21 მაისამდე ვერ ითამაშებს“.
ნადოლო „კრუსეიდერსს“ სუპერ რაგბის სამ მატჩში დააკლდება - 6 მაისს „რედსთან“, 13 მაისს „ჰაილენდერსთან“ და 20 მაისს „ვარატასთან“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია