არგენტინის ნაკრებისა და „იაგუარსის“ გარემარბი სანტიაგო კორდერო ავტოავარიაში მოყვა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქმრება, თუმცა დაზიანებები აღენიშნება და სუპერ რაგბის მომდევნო ოთხ-ხუთ მატჩს გამოტოვებს.
ინციდენტი „იაგუარსისა“ და „სტორმერსის“ მატჩის (8:13) შემდეგ მოხდა. როგორც აღმოჩნდა, 22 წლის კორდერომ სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.
„სახლში ვბრუნდები, ძალიან წვიმდა და უცბად საჭეზე კონტროლი დავკარგე. ცოტა შემეშინდა, მაგრამ, საბედნიეროდ, კარგად ვარ“ - განაცხადა კორდერომ ავარიის შემდეგ.
სანტიაგო კორდერო არგენტინის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება, მან გასულ წელს მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებს“ ორი ლელო დაუდო.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია