ზე-18

13:19 | 26.04.2016 | ნანახია 1814 - ჯერ

აფრიკაში „ლომებს“ ებრძვიან

სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკული ფრანშიზი „ლაიონსი“, ბოლო დროს წარმატებით თამაშობს და ტურნირის მოგების ფავორიტთა შორის ირიცხება, მაგრამ რასობრივ კვოტას არ იცავს და ამის გამო სამშობლოში კრიტიკის ობიექტი გახდა.

გაირკვა, რომ რასობრივ ტრანსფორმაციას ჯერჯერობით კარგად ანხორციელებს სუპერ რაგბის სამი სამხრეთაფრიკული ფრანშიზი - „კინგზი“, „სტორმერსი“ და „ბულზი“. მოთხოვნის შესაბამისად, მათი მოთამაშეთა 35% არათეთრკანიანია. მიზანთან ახლოს არიან „შარქსი“ და „ჩიტასი“ - პირველის შემადგენლობის 27, ხოლო მეორეს 24 პროცენტი არათეთრკანიანია.

აი „ლაიონსის“ შემადგენლობაში ასეთი მხოლოდ 17%-ია და სპეციალური სახელმწიფო კომისიის ცნობით, მაინცდამაინც არ ფიქრობს ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლას. „ლომების“ პრეზიდენტს „პოზების მიღება“ არც უცდია და პირდაპირ განაცხადა, რომ კლუბს ტრანსფორმაციისთვის თანხა არა აქვს.

არადა, წლევანდელი სეზონი „ლაიონსმა“ კარგად დაიწყო. სუპერ რაგბიში ჩატარებული რვა მატჩიდან, მან ექვსი მოიგო, 27 ქულა მოაგროვა და საერთო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო სამხრეთაფრიკული გუნდებიდან მხოლოდ „სტორმერსს“ ჩამორჩება, რომელსაც 28 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:27 | 26.04.2016
BEERTRANCE (1073)

მთლად გამოცენზურდენ რა

0.090055