სხვა

15:04 | 24.04.2016 | ნანახია 1184 - ჯერ

რუმინეთში დაუმარცხებელი აღარავინაა

რუმინეთის თასის მეექვსე რაუნდში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან ერთმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მეორემ სეზონის პირველი მარცხი განიცადა.

ბიძინა სამხარაძის „ბაია მარემ“ გასულ ტურში ბუქარესტში, „სტიაუასთან“ მარცხის შემდეგ, კლუჟის „უნივერსიტატეას“ უმასპინძლა და 29:16 აჯობა. თამაშს სულ 500 მაყურებელი დაესწრო და სამხარაძემ შეცვლაზე, მეორე ტაიმში ითამაშა. სწორედ ამ პერიოდში შეძლოა „ბაია მარემ“ თამაშში გარდატეხის შეტანა.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, მაგრამ „კლუჟმა“ ორი ჯარიმაც გაიტანა და 13:7 დაწინაურდა. მასპინძლებმა მატჩის განახლებიდან 10 წუთში ლელოთი, გარდასახვით და მოგვიანებით არეკნით, 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ 56-ე წუთზე ჯარიმა მიიღეს და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 67-ე და 73-ე წუთებზე „ბაია მარემ“ სათამაშო უპირატესობა კიდევ 2 ლელოში ასახა და 29:16 იმარჯვა.

სეზონში პირველი მარცხი განიცადა მიხეილ არჩუაშვილის „სტიაუამ“. ბუქარესტულ დერბიში მას სუსტი მეტოქე, „ოლიმპია“ ყავდა, რის გამოც მწვრთნელმა ლიდერების დასვენება გადაწყვიტა. მაგრამ დერბის ყოველთვის ახლავს თან დამატებითი მოტივაცია და მწვრთნელი შეცდა. „ოლიმპიამ“ მეტოქეზე ერთი მეტი ჯარიმა გაიტანა და 16:13 იმარჯვა. არჩუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დასკვნითი მეოთხედის წინ შეცვალეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081748