უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნითი შეკრების, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების მეორე კვირაც დაასრულეს. 30 მაისს ტურნირზე გამგზავრებამდე ნაკრები კიდევ 4 კვირას ივარჯიშებს, შუალედში კი ერთ კვირას დაისვენებს.
წინა კვირას გიამბეთ იმ ფიზ-მომზადების პროგრამის შესახებ, რომელიც 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა ‘უფროს’ ბორჯღალოსანთა წინა სამსოფლიო მზადებასთან მიმსგავსებით დაგეგმეს, რისთვისაც მათ ეროვნული ნაკრების მაწრთობი ირაკლი ჭყონიაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ჩვენი 20-წლამდელებიც იასპარეზებენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო;
11 ივნისი - უელსი - საქართველო;
15 ივნისი - ირლანდია - საქართველო;
20-წლამდელთა დღიურები, ეპიზოდი 2
წინა კვირას შემოგთავაზეთ უმცროს ბორჯღალოსანთა მსოფლიოსთვის მზადების დღიურების პირველი ეპიზოდი. ტრადიციას ვაგრძელებთ და დღეს გთავაზობთ დღიურების მეორე ეპიზოდს. შეგახსენებთ, რომ ყოველ ახალ ეპიზოდს შეძლებისდაგვარად კვირაში ერთხელ ჩვენს ვებ-გვერდზეფეისბუქზე და თვითერზე შემოგთავაზებთ.
დღიურების მეორე ეპიზოდში:
კომენტარებით ლადო კილასონია და ზურა ამონაშვილი შეკრების მეორე კვირის შესახებ
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია