ამა წლის 28-29 მაისს რუსეთში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგში 7-კაცა რაგბიში ევროპის ჩემპიონთა თასი გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორებმა იმ ქვეყნების სია განაცხადეს, რომელთა ჩემპიონებმაც ტურნირში უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათ შორის საქართველოცაა მოხსენიებული.
საქართველოში 7-კაცა ჩემპიონატის ჩატარების იდეა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ჩატარდება თუ არა და შესაბამისად, უცნობია ჩატარების ვადებიც. ფაქტი ისაა, რომ ბოლო წლებში მსგავსი ჩემპიონატი არ ჩატარებულა.
რაც შეეხება 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონთა თასს, მასში მონაწილეობა 12-მა გუნდმა უნდა მიიღოს. უკვე ცნობილია, რომ რუსეთი ორ გუნდით იქნება წარდგენილი - სანქტ-პეტერბურგის ნაკრები და კრასნოდარის „ყუბანი“. მათი და საქართველოს გარდა ტურნირში უნდა ითამაშონ ესპანეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ხორვატიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და ბელარუსის გუნდებმა.
შარშანდელ გათამაშებაში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და აქედან ოთხი რუსეთის კლუბი იყო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია