საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მონპელიეს“ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მ ტოპ 14-ის 21-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
განვლილ ტურში „მონპელიე“ პარიზში, მოქმედ ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ შეხვდა და 26:20 იმარჯვა. შედეგად, გუნდი მეორე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „კლერმონს“.
25 წლის ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, 75-ეზე კი, თამაშში დაბრუნდა. Midi Olympique-ს შეფასებით, ამ გამარჯვებაში ქართველი ბურჯის წვლილი ფასდაუდებელი იყო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი კაცია ჩვენი მიშა, წარმატებები და უფრო მეტი აღიარებები მომავალში