ტოპ 14

20:09 | 21.04.2016 | ნანახია 1820 - ჯერ

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ტიანი 14 თვით დასაჯეს (+ვიდეო)

ფრანგული „ოიონას“ ფულბეკ სილვერ ტიანს „გრენობლთან“ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო 14-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. საუბარია 2 აპრილს გამართულ შეხევედრაზე, სადაც 35 წლის ტიანს მატჩის არბიტრმა რომან პუატმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამით უკმაყოფილო კოტდივუარელმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა. ტიანმა ეს არ იკმარა და მატჩის ბოლოს პუატზე საცემადაც გაიწია.

საფრანგეთის რაგბის ლიგამ ტიანის ქმედების გამო „ოიონაც“ დასაჯა, კლუბმა ჯარიმის სახით 10 000 ევრო უნდა გადაიხადოს.

დისკვალიფიკაციის ვადა 2017 წლის ივნისში გადის, ზუსტად ამ დროს იწურება სილვერ ტიანის კონტრაქტი, რომელიც მას „ოიონასთან“ აკავშირებს. დიდი ალბათობით, იმ დროს უკვე 37 წელს მიღწეული მორაგბე პროფესიულ რაგბიში თამაშს ვეღარ მოახერხებს.

ტიანი საკუთარ დანაშაულს აანალიზებს:

„მე მსაჯთან ბოდიშის სათქმელად მივედი. თუმცა, რადგან ამ მატჩში მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, მე უცბათ განვრისხდი. ეს რა თქმა უნდა არასწორი საქციელი იყო, ამას ბავშვებიც უყურებდნენ“ - აცხადებს დისკვალიფიცრებული მორაგბე.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082604