ამბები

20:00 | 21.04.2016 | ნანახია 1724 - ჯერ

ევროპაში საუკეთესოობის პრეტენდენტები ცნობილია

2016 წლის ევროთასების საუკეთესო მორაგბის პრიზის პრეტენდენტები ცნობილია. აღნიშნულ პრიზს საუკეთესო მორაგბეს EPCR (European Professional Club Rugby) გადასცემს.

უახლოეს დღეებში ქომაგებს შეეძლებათ საკუთარ რჩეულს ონლაინ მისცენ ხმა, შედეგებს კი კომისია გაითვალისწინებს, რომელმაც პრიზის მფლობელი უნდა გამოავლინოს.

საუკეთესო მორაგბის ვინაობა მაისის შუა რიცხვებში, ევროპის თასის ფინალის შემდეგ, გახდება ცნობილი. პრენდენტებში ყველაზე მეტი - 4 წარმომადგენელი ინგლისურ „სარასენსს“ ჰყავს.

პრიზისთვის შემდეგი მორაგბეები იბრძოლებენ:

სტეფან ერმიტაჯი, გილემ გირადო (ორივე „ტულონი“), დენ კარტერი, ხუან იმჰოფი (ორივე „რასინგ 92“), ელიოტ დეილი, ჩარლი პიუტაუ, ჯორჯ სმიტი (სამივე „უოსპსი“), ოუენ ფარელი, მარიო იტოჯე, ჯორჯ კრუიზი, ბილი ვუნიპოლა (ოთხივე „სარასენსი“), ვერენიკი გონევა („ლესტერ თაიგერსი“), ჯორჯ ნორთი („ნორთჰემფტონ სეინტსი“), ტომას სუოლდომი („ექსეტერ ჩიფსი“).

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:06 | 22.04.2016
vaso8522 (9)

ლინკი დაწერეთ ვინც იცის, სადაც ხმის მიცემა ხდება

0.085029