„ოლ ბლექსის“ ყოფილი კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე სტივ ჰანსენის იდეალურ შემცვლელად ირლანდიის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ჯო შმიდტს მიიჩნევს.
ჰანსენს „ოლ ბლექსთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. სწორედ ამ დროს გასდის 50 წლის ზელანდიელის, შმიდტის შეთანხმებას ვადა ირლანდიელებთან და მაკქოუ ვარაუდობს, რომ გარდამავალ პერიოდად სუპერ რაგბის გამოყენება შეიძლება.
„ჯოს გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება. ვფიქრობ, სუპერ რაგბიში არის რამდენიმე ფრანშიზი, სადაც მუშაობა მისთვის კარგი იქნება, სანამ „ოლ ბლექსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. შმიდტი დიდებული ადამიანია და ძალიან კარგი იქნება, თუ ის ზელანდიაში დაბრუნდება. ბოლო წლებში მე მის მუშაობას დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს და მოხიბლული ვარ. ის ძალიან კარგად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს. სტივ ჰანსენი ნაკრებს 2017 წლამდე გაწვრთნის და თუ წასვლას გადაწყვეტს, ვაკანსია გათავისუფლდება. ვფიქრობ, შმიდტი მას წარმატებით შეცვლის“ - ამბობს მაკქოუ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია