იქნება თუ არა სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები ისევ „სპრინგბოკი“, ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება.
ქვეყნის პარლამენტი რაგბის კავშირისგან მოითხოვს, რომ ნაკრების კვართიდან მისი ემბლემა, „ქურციკი“ მოაშორონ.
„ქვეყნის წარმატებით გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტის სახეობის ნაკრები ერთიდაიმავე ემბლემით თამაშობდეს. Protea [ყვავილი] - გამოიყენება ყველა ნაკრების მიერ და გამონაკლისი მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი და მორაგბეთა ნაკრებია, რომელიც ქურციკი სპრინგბოკის გამოყენებას აგრძელებს. აუცილებელია ყველამ ერთი ლოგოტიპით ითამაშობს“ - განაცხადა აფრიკის ნაციონალური კონგრესის თავმჯდომარე სტრაიკ რალეგომამ და წინააღმდეგობის შემთხვევაში, რაგბის კავშირს უსიამოვნებებით დაემუქრა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მმართველები აფრიკის ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრებისგან, ასევე სუპერ რაგბიში მონაწილე ფრანშიზებისგან, რასობრივი თანასწორობის დაცვას და გუნდის მინიმუმ ნახევრის არათეთრკანიანი მოთამაშეებით დაკომპლექტებას ითხოვენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მთლად გამო მეჭიაურდენ რა. მეტი საქმე არ აქვთ
ჰაა ჰაა იდიოტს არც რასა აქვს და არც ეროვნება, ვაი მაგათ პატრონს.
ერიჰაააა მაგათმა სულ გაუბერეს ? ჩრდილო კორეაა თუ იქაც ნაცები მოვიდნენ ხელისუფლებაში ? ნაკრებიდან ნახევარს თუ გაყრიან მერე შეიძლება ჩვენც მოვუგოთ ! DD