ამბები

23:47 | 19.04.2016 | ნანახია 2703 - ჯერ

„კრასნი იარს“ „აია“ შეამოწმებს

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის „აია“ რუსულ კლუბს ეთამაშა და 21 აპრილს ამის საშუალება ექნება, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე.

საქართველოში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფი რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი „კრასნი იარი“, ქუთაისში თამაშის დღეს, დილით ადრე გაემგზავრება. ჯერჯერობით დასაზუსტებელია დაწყების ზუსტი დრო.

შეგახსენებთ, რომ ციმბირელებმა პირველ საკონტროლი მატჩში თბილისის „აკადემია“ რუსთავში 26:5 დაამარცხეს. მეორე დღეს „აია“ საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფში „ჯიქთან“ 14:25 დამარცხდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და რუსებთან თამაშს დათანხმდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:44 | 21.04.2016
giga1979 (3)

ტეხავს ჩვენი კლუბები რომ აგებენ რუსეთის კლუბთან...ვფიქრობ ამით ჩვენი კლუბების დონე ჩნდება რომ დაბალია სამწუხაროთ (თუ განზრახ ვეთამაშებით ასე)

02:00 | 21.04.2016
dinamo222 (692)

ეგ კრასნი იარი რაც ევროპაში გავიდა მაგრა მოუმატა ! დროა ჩვენც გავიყვანოთ ჩვენი გუნდები !

0.09087