მსოფლიო თასი

15:57 | 19.04.2016 | ნანახია 3549 - ჯერ

„ბარსელონაზე“ მაღლა - წლის გუნდი „ოლ ბლექსია“!

ბერლინში გამართულ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემოანიალ Laureus World Sports Awards-ზე, რომელსაც არაოფიციალურად სპორტული „ოსკარის“ დაჯილდოვებასაც ეძახიან, გასული წლის გამორჩეული სპორტსმენები და სპორტული გუნდები დააჯილდოვეს.

2015 წლის საუკეთესო გუნდად მსოფლიოს ჩემპიონი, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები აღიარეს. ნომინაციაში „ოლ ბლექსმა“ ისეთი გუნდები ჩამოიტოვა, როგორებიც საფეხბურთი კლუბი „ბარსელონა“, ამერიკის საკალათბურთო ლიგის გუნდი „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთელთა ნაკრები, აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები და „ფორმულა 1“-ის „მერსედესის“ გუნდები არიან.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც წლის გუნდის ჯილდო სარაგბო ნაკრებს გადაეცემა. 2008 წელს ეს პატივი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს ერგო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:11 | 20.04.2016
test (124)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM':'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM'))

23:22 | 19.04.2016
test (124)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM':'https://www.youtube.com/watch?v=DTg4OZu5YAM'))

0.079621