მსოფლიო თასი

10:35 | 19.04.2016 | ნანახია 5654 - ჯერ

ნაიჯელ ოუენსი: „რაგბი სპორტის ყველაზე შესანიშნავი გუნდური სახეობაა“

უელსელი რეფერი ნაიჯელ ოუენსი ივნისში ორ ტესტ-მატჩს გაუძღვება, რითაც მისი ნამსაჯი მატჩების რაოდენობა 70 გახდება და გაუტოლდება რეკორდსმენს - სამხრეთ აფრიკელ ჯონათან კაპლანს.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში 44 წლის ნაიჯელმა, მისივე თქმით, მთლიანად შეისისხლხორცა სარაგბო ფასეულობები, მეტოქის პატივისცემა და ზოგადად რაგბის უნიკალურობა. walesonline-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ღირსეული მორაგბის მაგალითად ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და „ბრამბისის“ ფლანკერი დევიდ პოკოკი მიაჩნია.

ნაიჯელ ოუენსი: „ჩემი კარიერიდან გამოვარჩევდი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალს, რომელშიც ახალმა ზელანდიამ ავსტრალიის ეროვნული ნაკრები 34:17 დაამარცხა. საფინალო სასტვენის შემდეგ, „ვოლაბების“ ფლანკერი დევიდ პოკოკი მომიახლოვდა და მითხრა: „ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი მატჩისთვის“. წარმოიდგინეთ, მან ის-ის იყო მსოფლიო თასის ფინალი დათმო, დამარცხდა იმ წლის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში, მაგრამ ღირსეულად შეხვდა წაგებას, როგორც ეს დიდ ადამიანებს სჩვევიათ. დევიდ პოკოკმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაგბიში მნიშვნელობა არ აქვს შენს ეროვნებას, კანის ფერსა თუ მრწამსს, მთავარია რამდენად სცემ პატივს მეტოქეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ რაგბი სპორტის ყველაზე შესანიშნავი გუნდური სახეობაა“.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:02 | 19.04.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ რო არ ყოფილიყო ტონგასთან სხვა მოინდომებდა და წაგვაგებიებდა

11:08 | 19.04.2016
Ika.K (16)

ორივეს ესმის რაგბის ფასეულობა რაცაა. პოკოკს respect

11:03 | 19.04.2016
Alexandre74 (13)

ნაიჯელი მაგრად მევასება..მაგარი კაცი!

0.075702