სხვა

15:49 | 28.03.2016 | ნანახია 1345 - ჯერ

ქართველებმა რუმინეთში დერბები მოიგეს [+ვიდეო]

ქართველი ლეგიონერების კლუბებმა რუმინეთის თასის მეორე ტურში პრინციპული მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშეს და როგორც მიხეილ არჩუაშვილის „სტიაუამ“, ასევე ბიძინა სამხარაძის „ბაია მარემ“, სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბუქარესტის „სტიაუა“ თანაქალაქელ „დინამოს“ეთამაშებოდა. შეხვედრის დასაწყისი ქაოტური აღმოჩნდა, მერე მორკინალების მძლავრი თამაშის ხარჯზე უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და მოლით გატანილ ლელოს გარდასახვა და მოგვიანებით შორეული ჯარიმა მიაყოლეს - 0:10.

თამაში რომ განახლდა ინიციატივა „სტიაუას“ მხარეს გადავიდა და ორიდან ერთი ლელოს ზუსტად გარდასახვის შემდეგ, არჩუაშვილის გუნდი 12:10 დაწინაურდა. „დინამომ“ ჯარიმით შეძლო უპირატესობის დაბრუნება, მაგრამ „სტიაუას“ თავისი თამაში ნაპოვნი ჰქონდა და ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, საბოლოოდ 22:13 იმარჯვა. არჩუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთ ეპიზოდში ბურთიანად ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ ზედახორაში დამიწება არ გამოჩნდა.

ამავე ტურში სამხარაძის „ბაია მარემ“ სტუმრად „ტიმიშოარა-სარასენსს“ 18:8 აჯობა. გუნდის ქართველი კაპიტანი რა თქმა უნდა სასტარტო შემადგენლობაში იყო. შეგახსენებთ, შარშან „ტიმიშოარას“ „ბაია მარესთვის“ სამი ფინალი ჰქონდა მოგებული.საათის თავზე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიში 3:3 იყო, მერე სტუმრებმა ჯერ ლელო გაიტანეს, არაზუსტი გარდასახვისთვის კი, ლუკ სამოამ „ვალი“ არეკნით დააბრუნა. „ტიმიშოარამ“ ლელო 71-ე წუთზე გაქვითა, თუმცა 76-ეზე „ბაია მარემ“ თავისი მეორე ლელო დადო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 18:8 იმარჯვა.

ვიდეო მიმოხილვაში - ლურჯი მაისურით და შავი ჩაფხუთით, ნომერი 5 მიხეილ არჩუაშვილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:21 | 29.03.2016
Ika.K (16)

მაგარი ხალხი

0.088265