დასრულდა სუპერ რაგბის მე-8 ტურის მატჩები და planetrugby.com-მა ტრადიციულად საუკეთესოთა რაზმი დაასახელა. სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 3-3 მორაგბე „ჩიტასიდან“ და „ლაიონსიდან“ მოხვდნენ. სამხრეთაფრიკულმა „ჩიტასმა“ ამ ტურში იაპონური „სანვულვზისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა (92:17), ხოლო „ლაიონსმა“ აფრიკულ დერბიში „შარქსს“ აჯობა (24:9). რა თქმა უნდა, რჩეულთა სიაში მოხვდა ჰეთ-თრიკის ავტორი ჯო ტომანი, „ბრამბისის“ გარემარბმა სამი ლელოს დადება „ვარატასთან“ მოგებულ მატჩში (26:20) მოახერხა.
15. ისრაელ დეგი (კრუსეიდერსი), 14. სირჯილ პიტერსენი (ჩიტასი), 13.სამუ კერევი (რედსი), 12. ფრანსუა ვენტერი (ჩიტასი), 11. ჯო ტომანი (ბრამბისი), 10. ბოდენ ბარეტი (ჰარიქეინსი), 9. დე კლერკი (ლაიონსი), 8. პოლ შუმანი (ჩიტასი), 7. მეტ ტოდი (კრუსეიდერსი), 6. ჰენდრიკ ტუი (რედსი), 5. ფრანკო მოსტერი (ლაიონსი), 4. ლუკ ჯონსი (რებელსი), 3. ჩარლი ფაუმუინა (ბლუზი), 2. სტეფან მური (ბრამბისი), 1. დილან სმიტი (ლაიონსი).
სუპერ რაგბის მე-9 ტურის მატჩები 22, 23 და 24 აპრილს გაიმართება.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია