კელტების ლიგა

18:06 | 18.04.2016 | ნანახია 3303 - ჯერ

მამუკაშვილის „გლაზგოს“ ვეღარ აჩერებენ

საქართველოს ნაკრების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ სეზონის მიწურულს საუკეთესო ფორმაში ხვდება და მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს.

პრო 12-ის მე-20 ტურში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი უშუალო კონკურენტს, უელსურ „სკარლეტს“ ეწვია. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, 8 165-მა მაყურებელმა ბრძოლა მხოლოდ ნახევარი საათი იხილა, მერე კი, „მეომრებმა“ მათი საყვარელი გუნდის ჩათვლის მოედანი აიკლეს. ანგარიში მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ პასუხად ფინ რასელისგან 15 ქულა მიიღეს - შოტლანდიელთა მგეზავმა ბურთი ჯერ ფეხით გადაიკიდა ლელოში და დაამიწა, ზუსტ გარდასახვას ჯარიმა შემატა, 25-ე წუთზე კი, რაქის გვერდით, მოკლე ფრთაზე მიიღო ბურთი კონტაქტში შესული ლელოს მიწვდა - 3:15.

31-ე წუთზე სტუმართა მცველებს ზედ კარის წინ ლიამ უილიამსი გაუსხლტათა და ხასიათი გამოუკეთდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს „გლაზგომ“ კონტრშეტევაზე ლი ჯონსის ლელოთი უპასუხა - 10:20. თამაშის განახლებისთანავე ჰენრი პირგოსმა „გლაზგოს“ მეოთხე ლელო გაიტანა და გუნდს პრემიალური ქულა დაუბევა, მაგრამ სქოთები არ მოეშვნენ და მერკ ბენეტიმ, ტომი სეიმურმა და ლე ჯონსმა კიდევ სამი ლელო დადეს. ამრიგად, „გლაზგომ“ 46:10 იმარჯვა. ეს მისი ზედიზედ მერვე გამარჯვებაა და გუნდი 66 ქულით მესამე ადგილზე გამაგრდა, თანაც ისე, რომ წინსვლის შანსს ინარჩუნებს. „სკარლეტსმა“ მეოთხე პოზიცია დაკარგა და საჩემპიონო პლეი ოფში მოსახვედრად დასკვნით ტურებში ბრძოლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პრო 12-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლას რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი აგრძელებს, ოღონდ პირველ-მეორე ადგილოსნებს ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვთ. გარდა ამისა, თითო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც სხვა თანამემამულეებზხე უკეთეს პოზიციას დაიკავებს და მათ გარდა ცხრილში უკეთეს პოზციაზე მყოფი კიდევ სამი გუნდი, ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებს და ამრიგად, ბრძოლები ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

ბონუს ქულებით მოიგეს შეხვედრები ლიდერებმა, ირლანდიურმა „ლენსტერმა“ და „კონახტმა“. დუბლინში გამართული მატჩი მე-20 ტურში ყველაზე დაძაბული გამოდგა. „ლენსტერი“ შოტლანდიურ „ედინბურგს“ მასპინძლობდა და 30:23 მოგებით, 10-ათასზე მეტი მაყურებელი გაახარა. პირველი ტაიმი მოსაწყენი აღმოჩნდა, ჯეისონ ტოვეის ჯარიმას მასპინძლებმა იან მედიგანის ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში გუნდებმა აიწყვიტეს და ჯამში 7 ლელო გაიტანეს.

ირლანდიელებმა 56-ე წუთამდე სამი ლელო დადეს, სტუმრებმა მათ შორის ერთით უპასუხეს და 8:25 ჩამორჩნენ. მე-60 წუთზე „ლენსტერი“ თანამემამულე მიკ ალენმა დაალელოვა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 10 ქულამდე დავიდა, მაგრამ ფერგუს მაკფადენმა სამ წუთში ირლანდიელთა მეოთხე ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს პრემია დაუბევა. დასკვნით 10 წუთში „ედინბურგმა“ კიდევ ერთი ლელო მიითვალა, მერე ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა და პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა.

„კონახტი“ არასდროს ყოფილა პრო 12-ის, გნებავთ ირლანდიური რაგბის წამყვანი კლუბი, მაგრამ წელს სიტუაცია სხვაგვარადაა და ირლანდიურ დერბიში მან „მანსტერი“ 35:14 დაამარცხა, რითაც მეტოქეს პლეი ოფში შესვლის პრაქტიკული შანსი მოუსპო. არადა, თავიდან „მასტერმა“ მეტოქის ორ ჯარიმას ორი ლელო-გარდასახვით უპასუხა და 23-ე წუთზე 14:6 დაწინაურდა. ლელოები საიმონ ძებომ და მაიკლ შერიმ დადეს, მაგრამ 32-ე წუთზე სტუმართა ბურჯი ჯეიმს კრონინი სინბინით დაისაჯა და „კონახტიც“ თამაშში დაბრუნდა.

36-ე წუთზე ადეოლოკუნმა მეტობა ლელოდ აქცია გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა, ხოლო ბოლო წუთზე ბილ ჰოლანდი რაქში არ გადაგორდა, ამით მასპინძლებს ლელოს გატანა არ დაანება და სინბინით დაისაჯა. 2-კაცნაკლული „მანსტერი“ შერკინებაში მაინც ვერ დადგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. 54-ე წუთზე ადეოლოკუნმა მცველების შეცდომით ისარგებლა და დუბლი მიითვალა, ხოლო 65-ე წუთზე ფინ ბელამიმ სტუმრებს მეოთხე, პრემიალური ლელო დაუდო. საბოლოო შედეგი კანადელმა შონ ოლერიმ ჯარიმით დააფიქსირა.

ირლანდიურმა „ოსლტერმა“ „ძებრეს“ იტალიაში იოლად, 47:17 სძლია და „სკარლეტსის“ მარცხის შემდეგ მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ჯარედ პეინმა 12 წუთში ჰეთ თრიკი შეასრულა. კიდევ ერთი იტალიური კლუბი „ბენეტონი“, უელსურმა „ოსპრეიზმა“ 47:10 დაამარცხა. უელსურ დერბიში „კარდიფმა“ „ნიუპორტს“ 28:8 მოუგო ჩემპიონთა თასზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

კელტების ლიგა. პრო 12. XX ტური

ოსპრეიზი [უელსი] - ბენეტონი [იტალია] 47:10

ძებრე [იტალია] - ოლსტერი [ირლანდია] 17:47

ლენსტერი [ირლანდია] - ედინბურგი [შოტლანდია] 30:23

სკარლეტსი [უელსი] - გლაზგო [შოტლანდია] 10:46

კონახტი [ირლანდია] - მანსტერი [ირლანდია] 35:14

კარდიფი [უელსი] - ნიუპორტი [უელსი] 28:8

1.

ლენსტერი

20

15

0

5

402:241

68

8

2.

კონახტი

20

14

0

6

472:377

68

12

3.

გლაზგო

20

13

1

6

480:356

66

12

4.

ოლსტერი

20

12

0

8

412:275

60

12

5.

სკარლეტსი

20

13

0

7

428:407

58

6

6.

მანსტერი

20

11

0

9

401:383

53

9

7.

ედინბურგი

20

11

0

9

369:318

53

9

8.

კარდიფი

20

10

0

10

494:404

52

12

9.

ოსპრეიზი

20

10

1

9

424:382

49

7

10.

ნიუპორტი

20

4

0

16

311:411

26

10

11.

ძებრე

20

4

0

16

251:626

19

3

12.

ბენეტონი

20

2

0

18

279:543

16

8

XXI ტური. 29-30 აპრილი

ბენეტონი - კონახტი, გლაზგო - ძებრე, მანსტერი - ედინბურგი, კარდიფი - ოსპრეიზი, ოლსტერი - ლენსტერი, ნიუპორტი - სკარლეტსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121551