ზე-18

12:07 | 18.04.2016 | ნანახია 1171 - ჯერ

რეინჯერს სეზონი გაუცდება

ახალზელანდიური „ბლუზის“ შუამარბ რენე რეინჯერის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და იგი ამ სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს.

29 წლის რეინჯერმა მუხლის მყესის ტრავმა შაბათს, „შარქსთან“ მოგებულ (23:18) მატჩში მიიღო - მისი შეცვლა 32-ე წუთზე ჯორჯ მოალას მოუწია.

„მონპელიედან“ „ბლუზში“ დაბრუნებული რეინჯერი ნელ-ნელა გუნდში ადგილს იმკვიდრებდა და წამყვანი მოთამაშე ხდებოდა, თუმცა, აღნიშნული ტრავმა მის წინსვლას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

„ბლუზის“ მწვრთნელ ტანა უმაგას რეინჯერის ჩასანაცვლებლად ჯორჯ მოალასა და იაპონელი მალე საუს კანდიდატურები აქვს.

„ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ რეინჯერი ჩავანცვლოდ, თუმცა მისი დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია“ - აცხადებს ტანა უმაგა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086665