ტოპ 14

11:55 | 18.04.2016 | ნანახია 2314 - ჯერ

ასიეშვილის მეორე ლელო

საფრანგეთი პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14 გათამაშების XXI ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა ლელო გაიტანა.

მისმა, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის „ბრივმა“, რომელსაც ბოლო შვიდ თამაშში ხუთი მარცხი და თითო-თითო ფრე და მოგება დაუგროვდა, გასავარდნად განწირულ „ოიონას“ უმასპინძლა და იოლად, ბონუს ქულით მოუგო - 31:13. ანგარიში ასიეშვილმა გახსნა - მე-18-ე წუთზე ის მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში აგორებულ მოლს უხერხულად მოწყდა, წაქცეულ მეტოქეს გადაახტა, მიმართულება გაასწორა და ორი მბოჭავის მცდელობის მიუხედავად, ბურთი დაამიწა. ეს მისი მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში, პირველი 29 იანვარს, „ლა როშელთან“ შეხვედრაში დადო.

ასიეშვილი ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც იმ დღეს „ბრივის“ განაცხადში მოხვდა და 48-ე წუთზე შეცვალეს. ეს პერიოდი იგი ძალზედ აქტიური იყო შეტევაში და ლელოს გარდა, 6 მიძალებაზე 19 მეტრით წაიწია წინ, ერთი მეტოქეს გასცდა, დაცვაში სამი ბოჭვა მოუგროვდა და მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა.

რაც შეეხება თამაშს, გაზაფხულის თვასხმა წვიმის გამო მოედანი დაიტბორა და მორაგბეებსაც რთულ პირობებში მოუწიათ გარჯა. შესვენებამდე სტუმრებმა ჯარიმებით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს [7:6], მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში იმძლავრეს, ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, მერე სამი ლელო დადეს და 72-ე წუთისთვის 31:6 დაწინაურდნენ, სულ ბოლოს კი, საჯარიმო ლელოთი თავად დაისაჯნენ, მაგრამ ამით ბონუსი არ დაუკარგავთ. „ბრივი“ ამ მოგებით მე-8 ადგილამდე აღზევდა და საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, რადგან მე-6 ადგილს 5 ქულა აშორებს და წინ კიდევ 5 ტურია.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და იური ნატრიაშვილის „ტულონი“, რომელიც ჩემპიონთა თასს დაემშვიდობა გიორგი ნაცარაშვილის „პოს“ ეწვია. სტუმრები პირველ ტაიმში ვერაფრით დალაგდნენ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და ტაიმი 9:6 მოიგეს. მაგრამ დასკვნით 30 წუთში მასპინძლებმა დელონ არმიტიჯს ვერაფერი მოუხერხეს და ინგლისელმა ისინი ორჯერ დაალელოვა. კიდევ ერთი, საჯარიმო ლელო სტუმართა შერკინებამ გაწითლებულ დროზე მიითვალა და „ტულონმა“ ბონუს ქულაც გამოიმუშავა.

სასტართო შემადგენლობაში იყო და მეორე ხაზში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ. მან შეტევაში 8 მიძალებით 17 მეტრით წაწია წინ ბურთი, ორი პასი გააკეთა, ერთი მეტოქე გააბითურა და ერთი ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 8 შედეგიანი ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. მსაჯმა ის ერთხელ დააჯარიმა. სათადარიგო იყო და შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა ბურჯი ლევან ჩილაჩავა. შეტევაში მას არ უაქტიურია, ხოლო დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო „მონპელიემ“ პარიზში, როდესაც შარშანდელი ჩემპიონი „სტად ფრანსე“ დაამარცხა. სტუმრები პირველ ტაიმში 11:6 დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. მათ 26:20 იმარჯვეს და გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი ბონუს ქულა დაკარგეს. სტუმართა შემადგენლობაში ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შცვალეს ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, მაგრამ 75-ე წუთზე დაშავებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა და შეხვედრა დაასრულა. 50-ე წუთზევე შევიდა შეცვლაზე მისი თანაგუნდელი დავით ქუბრიაშვილი, ხოლო „სტად ფრანსეს“ ბურჯი ზურაბ ჟვანია შეხვედრაში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

გათამაშების ლიდერმა „კლერმონმა“,ბოლოადგილოსანი „აჟენი“ მიიღო, 38:10 დაამარცხა, 6 ლელო დაუდო და ბონუს ქულაც მიითვალა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, რომელიც ამ შეხვედრაში შუამარბის პოზიციაზე იდგა. მან შეტევაში 7 მიძალებაზე ბურთიანად 45 მეტრი გაირბინა, 2-ჯერ ითამაშა ფეხით, 5 პასი გააკეთა და 3 მეტოქე დაიბრიყვა. დაცვაში ის დამაჯერებლად ვერ იდგა და 4 შედეგიან ბოჭვასთან ერთად, 4 გაუცუდდა. თაზომ 2-ჯერ მოიპოვა ბურთი და მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა.

„ლა როშლმა“ შინ „ბორდო“ 22:15 დაამარცხა. ბურჯი გაგი ბაზაძე სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. ტრავმა მოიშუშა ლექსო ყაულაშვილმა, თუმცა მწვრთნელები მის განაცხადში შეყვანას ჯერ არ რისკავენ.

ქართველი ბურჯების - ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის გარეშე ითამაშეს „ტულუზმა“ და „რასინგმა“.მასპინძლებმა 14:3 მოიგეს. ტურის კიდევ ერთი შეხვედრაში „კასტრმა“ „გრენობლს“ სტუმრად 33:28 მოუგო.

საფრანგეთი. ტოპ 14. XXI ტური

გრენობლი - კასტრი 28:33

პო - ტულონი 9:25

ბრივი - ოიონა 31:13

კლერმონი - აჟენი 38:10

ლა როშელი - ბორდო 22:15

სტად ფრანსე - მონპელიე 20:26

ტულუზი - რასინგი 14:3

1.

კლერმონი

21

15

1

5

595:355

75

13

2.

მონპელიე

21

15

0

6

582:446

68

8

3.

ტულონი

21

13

0

8

620:375

67

15

4.

რასინგი

21

14

1

6

448:417

64

6

5.

ტულუზი

21

11

2

8

516:322

57

9

6.

კასტრი

21

11

0

10

479:419

53

9

7.

ბორდო

21

11

2

8

444:394

53

5

8.

ბრივი

21

10

1

10

390:413

48

6

9.

ლა როშელი

21

10

0

11

459:475

48

8

10.

გრენობლი

21

10

0

11

531:581

47

7

11.

პო

21

9

1

11

352:521

41

3

12.

სტად ფრანსე

21

7

0

14

397:491

32

4

13.

ოიონა

21

4

0

17

348:689

18

2

14.

აჟენი

21

3

0

18

413:676

16

4

XXII ტური. 29-30 აპრილი - 1 მაისი

კასტრი - პო, ტულონი - ტულუზი, მონპელიე - გრენობლი, ოიონა - ლა როშელი, აჟენი - ბრივი, ბორდო - სტად ფრანსე, რასინგი - კლერმონი

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109439