ამბები

13:41 | 28.03.2016 | ნანახია 1103 - ჯერ

რუსეთის ჩემპიონი თბილისში ოთხ მატჩს გამართავს

რუსეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი „კრასნი იარი“, 2016 წლის სეზონის დაწყებამდე 3-კვირიან შეკრებას თბილისში გაივლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კრასნოიარსკელები თბილისში ქართულ გუნდებთან ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს. მათ ოპერატიულად უპასუხეს ჩვენს თხოვნას თბილისში შეკრების ჩატარების შესახებ. მოვილაპარაკეთ, რომ ოთხ სპარინგ-მატჩს გავმართავთ. სამი მეტოქე საქართველოს უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი იქნება, ხოლო მეოთხე - რამდენიმე კლუბისგან შემდგარი ნაკრები. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები ქართველ მორაგბეებთან. ვიმედოვნებ, ორივე მხარესთვის ეს მომგებიანი იქნება“ - აღნიშნავს „კრასნი იარის“ მწვრთნელი იგორ ნიკოლაიჩუკი.

რუსების თბილისური შეკრება 5 აპრილს დაიწყება და 26 აპრილამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ „კრასნი იარი“ შეკრებას ინგლისში გეგმავდა, სადაც ამხანაგური თამაშები „ჰარლექუინსთან“, „გლოსტერთან“, „ვუსტერთან“ და „ბრისტოლთან“ [ინგლისის პირველი ლიგის ლიდერი] უნდა გაემართა, მაგრამ რადგან ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში მის ნაცვლად თამაშის უფლება „ენისეის“ მისცეს, ძვირადღირებულ ტურნეს იაფიანი შეკრება არჩია.

შეგახსენებთ, რომ კრასნოიარსკულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა საქართველოს ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081923