საფრანგეთი პრო დ2

14:36 | 17.04.2016 | ნანახია 6217 - ჯერ

ლევან დათუნაშვილი: „გლადიატორი გლადიატორთა შორის“

ფრანგულმა გამოცემა midi olympique-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პრო დ2-ის „ორიაკის“ მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილს, „ბეიონთან“ მოგების შემდეგ სპეციალური სტატია მიუძღვნა.

იმ მატჩში 33 წლის ვეტერანმა ლელო გაიტანა. სტატიაში საუბარია დათუნაშვილის როლზე საკუთარ გუნდში, მის შესაძლებლობებზე და ხაზგასმულია, რომ ის ამ პოზიციაზე შეუცვლელია. midi olympique-მ სტატიას შესაბამისი სახელი დაარქვა - „პოზიციაზე ძლიერად მდგომი“.

„გლადიატორი გლადიატორებს შორის, ესაა ლევან დათუნაშვილი, „ორიაკის“ მეორე ხაზის ქართველი მოთამაშე, რომელიც ჩვეული ხასიათით, დიდებულ სეზონს ატარებს. აღნაგობით ძლიერი, თბილისელი გოლიათი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდის თამაშში.

გასულ შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ინგლისში ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ, მას ერთხელაც არ მიუტოვებია ლურჯ-წითლები. ათი მატჩიდან რვა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 582 გატარებული წუთი მინდორზე, ესაა იმ მოთამაშის სტატისტიკა, რომელმაც გასულ კვირას თავისი თანაგუნდელების ოცწუთიანი უშედეგო დომინანტურობის შემდეგ, მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვია.

მისი ლელოს შემდეგ, ოვერნელებმა საბოლოოდ მოიპოვეს უპირატესობა ბასკებთან. საბედნიეროდ, ლევანის წონა უძლებს როგორც მიყენებულ დარტყმებს, ასევე კარიერის სიმძიმეს, რადგან მეორე ხაზის მოთამაშე ჯერემი დევიდსონი ხშირად არ ცვლის თამაშის სტილს, ხოლო მაქსიმ გრანუიეს მყესების ოპერაციამ, მის შესაძლო შემცვლელებს შაგრენის ტყავის პრობლემა გაუჩინა.

ამრიგად, ახალგაზრდა კორბექსის და ოსტბერგის წარმატების მოლოდინში, „ორიაკს“ 75-კაციანი განაცხადიდან, მეორე ხაზში მხოლოდ 120-კილოიანი ქართველის იმედი უნდა ჰქონდეს. თანაგუნდელების გასახარად, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მან მთელი საქმიანობა კლუბს მიუძღვნა. მისი ფიზიკურობა არ იქნება ზედმეტი, რათა სეზონის ბოლოს „ორიაკმა“ მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:28 | 17.04.2016
პანტელეიმონი (1218)

საინტერესოა ლევანი თუ მიყავს მილტონს კუნძულელებთან ტესრებზე?

22:15 | 17.04.2016
jora84 (183)

არა, იმიტომ რომ ლევანმა სანაკრებო კარიერა დაასრილა.

0.126463