მსოფლიო სერია

20:35 | 16.04.2016 | ნანახია 2702 - ჯერ

სენსაციური საფრანგეთი

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მერვე, სინგაპურის ეტაპის ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ მხოლოდ ორმა გუნდმა გადალახა - საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკამ.

საფრანგეთი პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა, როდესაც მოულოდნელად ახალი ზელანდია 24:0 დაამარცხა. მომდევნო მატჩში ევროპელებმა აშშ-ს და კანადას სძლიეს და გახდა ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე თასისთვის ბრძოლას შემორჩა. ფრანგთა მოულოდნელ წარმატებას აშშ შეეწირა, ხოლო „ოლ ბლექსმა“ მეორე ადგილით გააღწია თასის ნახევარფინალში.

ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაში მოიგო სამხრეთ აფრიკამ. ჯგუფში ჩარჩა ინგლისი. აქ, პირველ მატჩში, სამოამ ფიჯის 28:14 მოუგო და ყველაფერი თავდაყირა დადგა. სერიის ლიდერმა მომდევნო შეხვედრები მოიგო, თავის მხრივ, ინგლისმა სამოას სძლია და სამ გუნდს 7-7 ქულა დაუგროვდა, თუმცა ევროპელებს ყველაზე ცუდი გატანილ-გაშვებული ქულათა მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

2015/2016 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია

VIII ეტაპი. სინგაპური. ჯგუფური ეტაპი. 16 აპრილი

A ჯგუფი

ფიჯი - სამოა 14:28

ინგლისი - პორტუგალია 14:7

ფიჯი - პორტუგალია 38:0

ინგლისი - სამოა 12:5

სამოა - პორტუგალია 28:12

ფიჯი - ინგლისი 26:12

ფიჯი 3 2 0 1 78-40 7

სამოა 3 2 0 1 61-38 7

ინგლისი 3 2 0 1 38-38 7

პორტუგალია 3 0 0 3 19-80 3

B ჯგუფი

ახალი ზელანდია - საფრანგეთი 0:24

აშშ - კანადა 36:14

ახალი ზელანდია - კანადა 24:17

აშშ - საფრანგეთი 17:19

საფრანგეთი - კანადა 26:19

ახალი ზელანდია - აშშ 19:12

საფრანგეთი 3 3 0 0 69-36 9

ახალი ზელანდია 3 2 0 1 43-53 7

აშშ 3 1 0 2 65-52 5

კანადა 3 0 0 3 50-86 3

C ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 33:0

კენია - რუსეთი 21:7

სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 21:10

კენია - შოტლანდია 12:12

შოტლანდია - რუსეთი 36:17

სამხრეთ აფრიკა - კენია 14:0

სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 68-10 9

კენია 3 1 1 1 33-33 6

შოტლანდია 3 1 1 1 48-62 6

რუსეთი 3 0 0 3 34-78 3

D ჯგუფი

ავსტრალია - არგენტინა 7:12

უელსი - იაპონია 19:26

ავსტრალია - იაპონია 17:12

უელსი - არგენტინა 21:42

არგენტინა - იაპონია 21:21

ავსტრალია - უელსი 31:12

არგენტინა 3 2 1 0 75-49 8

ავსტრალია 3 2 0 1 55-36 7

იაპონია 3 1 1 1 59-57 6

უელსი 3 0 0 3 52-99 3

17 აპრილი

მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის

ინგლისი - უელსი

შოტლანდია - კანადა

იაპონია - პორტუგალია

აშშ - რუსეთი

თასის მეოთხედფინალები

ფიჯი - ავსტრალია

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - სამოა

საფრანგეთი - კენია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131898