პრო დ2-ის XXIII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ადგილოსანი „ბეიონი“ და ლიდერი „ლიონი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე ორი ჯარიმის წყალობით 6:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა ტაიმის ბოლომდე ერთ გაქვითეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ოთხი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და 65-ე წუთისთვის „ლიონი“ 15:6 იგებდა. მასპინძლების მონდომებამ შედეგი 73-ე წუთზე გამოიღო, მათ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანეს, მაგრამ დამრტყმელმა გილემ რუმ იოლი გარდასახვის გატანა ვერ შეძლო და სხვაობა 4-ქულიანი დარჩა - 11:15.
შედეგად, „ბეიონს“ დარჩენილ დროში კვლავ ლელოზე მოუწია თამაში, საბოლოო მიძალებამ შედეგი ვერ გამოიღო, მერე სტუმრებმა თამაში მეტოქის 22-მეტრიან ზონაში გადაიტანეს და გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მდევარს კიდევ უფრო დაშორდნენ. „ბეიონის“ შემადგენლობაში 56-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა „ტარბმა“, რომელმაც სტუმრად უშუალო კონკურენტი „კარკასონი“ 9:6 დაამარცხა. გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, გადამწყვეტი კი, 69-ე წუთზე განხორციელებული დარტყმა აღმოჩნდა, რომელსაც მასპინძლებმა ვეღარაფრით უპასუხეს. „ტარბის“ მეორე ხაზში სრულად ითამაშა გიორგი ნემსაძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ირაკლი მირცხულავა, ხოლო კახა კობერიძე განაცხადში არ იყო.
ასევე პრინციპული შეხვედრა მოიგო ბოლო ადგილოსანმა „ექსმა“, რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ „ალბის“ მასპინძლობდა. პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი ლელო დადეს და 15:9 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შხვედრაში გარდატეხის შეტანა დასკვნით მეოთხედში შეძლეს, როდესაც 67-ე და 74-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხეს. სულ ბოლოს „ალბის“ თამაშის სათავისოდ შემობრუნების შანსი გაუჩნდა, მაგრამ შემტევი ლელოს მიწვდა და „ექსმა“ 19:15 იმარჯვა, ხოლო სტუმრები მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდნენ. მასპინძელთა რიგებში თამაში ძირითადში დაიწყო ბურჯმა გიორგი ზაქაშვილმა და 59-ე წუთზე შეცვალეს. „ალბის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელიც ტრავმის გამო მოედნიდან 28-ე წუთზე გავიდა და შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. 46-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბურჯი ბექა შეყლაშვილი.
მესამე ადგილოსანი „ბეზიე“ გათამაშების ცხრილის შუაში მყოფ „მონ დე მარსანს“ ეწვია და 21:41 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოპოვებულ უპირატესობა (13:6) მეორე ტაიმის დებიუტში ორი გარდასახული ლელოთი გაზარდეს და მერე ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე აღარ დათმეს. მთთვის დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ სტუმრება გაწითლებულ დროზე ლელოს დადება მოახერხეს და მასპინძლებს ბონუს ქულის აღების საშუალება არ მისცეს. „ბეზიეს“ მესამეხაზელი ლაშა ლომიძე სათადარიგო იყო და შეხვედრაში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო „მონ დე მარსანის“ მესამეხაზელი ბექა გორგაძე განაცხადში არ იყო.
„ბეზიეს“ მარცხით ისარგებლა „ორიაკმა“, რომელმაც შინ „მონტობანი“ 18:15 დაამარცხა და მესამე ადგილზე აღზევდა. მატჩში ორი ლელო გავიდა და ორივე სტუმრების ანგარიშზეა, რის შემდეგაც 25-ე წუთისთვის „მონტობანი“ 12:3 იგებდა, მაგრამ „ორიაკმა“ ჯარიმებით საბოლოოდ მათზე მეტი ქულა დააგროვა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაში მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა. განაცხადში არ იყვნენ მერაბ შარიქაძე, გიორგი შარაშიძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი.
პლეიოფში ადგლისითვის მებრძოლმა „პერპინიანმა“ შინ იოლად მოუგო „ნარბონს“ - 28:10. ამაში დიდი წვლილი სტუმრებს მიუძღვით, რადგან უდისციპლინობის გამო მოედანზე ერთი პერიოდი 13 კაცით დარჩნენ და მასპინძლებმამეტობა გამოიყენეს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე. დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილი მასპინძელთა განაცხადში ვერ მოხვდნენ.
გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი „დაქსი“ „ბურგუენს“ ეწვია და დიდი ანგარიშით - 13:34 დამარცხდა, თან ისე, რომ მასპინძლებმა ბონუს ქულის აღებაც მოახერხეს. სუმართა შორის თადარიგში იყო ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე და მან დასკვნითი 10 წუთი ითამაშა. ტურის ბოლო შეხვედრაში „კარკასონმა“ მინიმალური სხვაობით სძლია „ბიარიცს“ - 20:19.
საფრანგეთი. პრო დ2. XXIII ტური
ბეიონი - ლიონი 11:15
პერპინიანია - ნარბონი 28:10
ბურგუენი - დაქსი 34:13
ექსი - ალბი 19:15
ორიაკი - მონტობანი 18:15
კარკასონი - ტარბი 6:9
მონ დე მარსანი - ბეზიე 41:21
კოლომიე - ბიარიცი 20:19
Form |
| |||||||
1. | ლიონი | 23 | 21 | 0 | 2 | 753:351 | 95 |
|
2. | ბეიონი | 23 | 15 | 1 | 7 | 507:441 | 69 |
|
3. | ორიაკი | 23 | 14 | 0 | 9 | 542:465 | 63 |
|
4. | ბეზიე | 23 | 13 | 1 | 9 | 576:507 | 60 |
|
5. | პერპინიანი | 23 | 12 | 1 | 10 | 547:468 | 59 |
|
6. | კოლომიე | 23 | 11 | 3 | 9 | 456:455 | 56 |
|
7. | ალბი | 23 | 11 | 2 | 10 | 441:457 | 52 |
|
8. | ბურგუენი | 23 | 10 | 0 | 13 | 448:440 | 51 |
|
9. | მონ დე მარსანი | 23 | 11 | 1 | 11 | 459:496 | 51 |
|
10. | მონტობანი | 23 | 10 | 0 | 13 | 422:466 | 47 |
|
11. | ბიარიცი | 23 | 10 | 0 | 13 | 476:450 | 46 |
|
12. | ნარბონი | 23 | 10 | 0 | 13 | 448:517 | 46 |
|
13. | ტარბი | 23 | 9 | 0 | 14 | 430:472 | 37 |
|
14. | კარკასონი | 23 | 8 | 0 | 15 | 352:539 | 37 |
|
15. | დაქსი | 23 | 7 | 1 | 15 | 407:561 | 34 |
|
16. | ექსი | 23 | 7 | 0 | 16 | 395:574 | 31 |
ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა
XXIV ტური. 31 მაისი, 1 და 3 აპრილი
ლიონი - პერპინიანი, მონტობანი - ბეიონი, ალბი - ორიაკი, ექსი - მონ დე მარსანი, ბიარიცი - ბურგუენი, დაქსი - კარკასონი, ტარბი - კოლომიე, ნარბონი - ბეზიე
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია