მსოფლიო თასი

21:57 | 15.04.2016 | ნანახია 2819 - ჯერ

ჟუბერის აღიარება - საბედისწერო შეცდომა შოტლანდიისთვის

სამხრეთ აფრიკელი არბიტრი კრეიგ ჟუბერი Daily Telegraph-თან საუბრისას გასული მსოფლიო თასის მსვლელობას იხსენებს და საინტერესო აღიარებას აკეთებს - მისი თქმით, ავსტრალია-შოტლანდიის მეოთხედფინალური მატჩის 78-ე წუთზე მან შეცდომა დაუშვა, როცა ევროპელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დანიშნა. სწორედ ეს ჯარიმა აღმოჩნდა შოტლანდიელებისთვის საბედისწერო და მათ მატჩი ერთი ქულის სხვაობით - 34:35 წააგეს.

„შესაძლებლობა რომ იყოს ყველაფრის უკან დაბრუნებისა, მე აუცილებლად შევცლიდი ჩემს გადაწყვეტილებას“ - აცხადებს 38 წლის არბიტრი.

მატჩის შემდეგ „მსოფლიო რაგბიმ“ ჟუბერის ქმედება შეცდომად შეაფასა, თუმცა მის მიმართ სანქციები არ გატარებულა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჟუბერი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერსა და კაპიტან გრეიგ ლეიდლოუს ესაუბრა და მისი თქმით, ისინი მსაჯის მდგომარეობაში შევიდნენ.

„კოტერს დუბლინში შევხდი, ჩვენ კაფეში ვისხედით, ლუდს ვსვამდით და ვსაუბრობდით. მან გაიგო ჩემი რთული მდგოამრეობა, შემდეგ ლეიდლოუც შემოგვიერთდა“ - აცხადებს ჟუბერი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084167