„სპრინგბოკის“ ექს-კაპიტანი ჟან დე ვილერსი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისის პრემიერშიპის „ლესტერ თაიგერსს“ დატოვებს.
ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა რიჩარდ კოკერილმა BBC-ის რადიოსთან საუბარში განაცხადა.
„დე ვილერსთან კონტრაქტი გავწყვიტეთ და მის შემცვლელად მეთ ტუმუა მოგვყავს. დაასრულებს თუ არა ის კარიერას, ამის შესახებ თავად ჟანს უნდა კითხოთ“ - თქვა კოკერილმა.
35 წლის აფრიკელმა „ვეფხვებთან“ კონტრაქტი 2015 წლის შემოდგომაზე, მოფლიო თასის დასრულების შემდეგ გააფორმა. მან „ლესტერის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და ერთი ლელო გაიტანა, რის შემდეგაც მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვეღარ დაბრუნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია