მსოფლიო სერია

15:27 | 15.04.2016 | ნანახია 1624 - ჯერ

სონი-ბილის 7-კაცა მოსწონს [+ვიდეო]

მსოფლიო რაგბის ლეგენდა, „ოლ ბლექსთან“ ერთად მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული სონი-ბილი უილიამსი, 2016 წლის ზაფხულში ოლიმპიურ ოქროს უმიზნებს.

მან ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრებთან ერთად უკვე ითამაშა მსოფლიო სერიის სამ ეტაპზე და ხვალიდან მეოთხე, სინგაპურის ეტაპში ჩაერთვება, მანამდე კი, ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ყოველთვის მინდოდა ძალები 7-კაცა რაგბიში მომესინჯა და ხუთი წლის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტიტჩ გორდონს რომ შევხვდი, ამის შესახებ ვუთხარი. მისი ვარჯიშები ყოველთვის დამღლელია. ტიტჩს ვარჯიშისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს და მას უნდა შეეგუო. არის რაღაცეები, რასაც ვერ შევცვლით, მაგრამ მე მიყვარს 7-კაცა და მომწონს მისი ატმოსფერო. ჩემი მიზანია, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდის ნაწილი ვიყო“ - ამბობს უილიამსი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082241