საფრანგეთი პრო დ2

14:17 | 15.04.2016 | ნანახია 1086 - ჯერ

„პერპინიენის“ ქულა

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის 26-ე ტურის პირველ შეხვედრაში, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის „პერპინიენი“ „მონტობანთან“ სტუმრად 25:28 დამარცხდა და პრემიალური ქულა მოიპოვა.

დიახ, ერთი ქულა მოიპოვა და გუნდი ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან თამაში მისთვის არასასურველი სცენარით განვითარდა. მასპინძლების ადრეულ ლელოს სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს, ზედ შესვენების წინ ჯარიმა თავადაც მიიღეს, შეხვედრის განახლებისთანავე კი, მეორე ჯარიმა გაუშვეს - 3:11. ბელგიელმა ჯენ ტორფსმა ლელო 47-ე წუთზე გაქვითა, ხოლო 51-ეზე ჯონათან ბუსკეტმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.

აი აქ „პერპინიენს“ მცირედი ჩავარდნა ჰქონდა, თამაშის განახლებისთანავე ჯარიმა მიიღო, ხოლო 58-ე და 65-ე წუთებზე ლელოები გაუშვა და 11:28 ჩამორჩა. მწვრთნელმა 66-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან თამაშში მჭედლიშვილი ჩართო, რომელმაც რუმინელი პაულიკა იონი შეცვალა. დრო იწურებოდა და ანგარიში არ იცვლებოდა, მაგრამ სტუმრებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და 78-ე წუთზე ალან ბრაზომ, ხოლო უკვე გაწითლებულ დროზე ელესდაირ სტროკოშმა ლელოები გაიტანეს, ბუსკეტმა ორივე გარდასახა და „პერპინიენმა“ ერთი ქულა აიღო - 25:28.

ბასილაია განაცხადში არ იყო. „პერპინიენს“ ჯამში 64 ქულა მოუგროვდა და ჯერჯერობით საპლეიოფო მე-5 ადგილს ინარჩუნებს. ტურის ექვსი თამაში დღეს გაიმართება, ხოლო „ლიონი“ „ბეზიეს“ 17 აპრილს დაუხვდება.

საფრანგეთი. პრო დ2. XXVI ტური

14 აპრილი

მონტობანი - პერპინიენი 28:25

15 აპრილი

კარკასონი - ბიარიცი [21:00 საათი]

ალბი - მონ-დე-მარსანი [21:30 საათი]

ბეიონი - ტარბი [21:30 საათი]

ნარბონი - კოლომიე [21:30 საათი]

ექსი - ბურგუენი [21:30 საათი]

დაქსი - ორიაკი [21:30 საათი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082038