ამბები

11:52 | 15.04.2016 | ნანახია 2546 - ჯერ

რუსულ-ქართული დაპირისპირება ისევ გადაიდო

5 აპრილიდან საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელს, კრასნოიარსკის „კრასნი იარს“, დღეს საღამოს რუსთავის სარაგბო სტადიონზე პირველი საკონტროლო თამაში უნდა გაემართა, მაგრამ თბილისის „აკადემიასთან“ შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.

მატჩის დაწყება 17:30 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ სინოპტიკოსების ცნობით, რუსთავში თავსხმა წვიმაა მოსალოდნელი და თამაშის 16 აპრილისთვის გადადების მიზეზი ეს გახდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე „კრასნი იარს“ 10 აპრილს, თბილისის „არმიასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ არმიელებს საკადრო პრობლემები აქვთ და ეს თამაში არ შედგა.

ამრიგად, რუსებს ჯერჯერობით თამაში არ გამოსდით და მხოლოდ ქართულ კლუბებთან ერთობლივი ვარჯიშით შემოიფარგლებიან. საქართველოს ჩემპიონ „ლელო-სარასენსთან“ ერთობლივი წვრთნის შემდეგ, „იარმა“ გუშინ საღამოს „დიდი 10“-იდან გავარდნილ რუსთავის „ხარებთან“ ერთად ივარჯიშა. აქცენტი უმთავრესად შერკინებაზე გაკეთდა და რუსთაველმა მორაგბეებმაც ციმბირელები ამ კომპონენტში ავარჯიშეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:02 | 15.04.2016
lolex (1)

რომელი სინოპტიკოსების პროგნოზით იყო წვიმა გამოცხადებული? არავის არ უთქვამს წვიმა,პირიქით ყველგან მზიანი ამინდია ნავარაუდევი. მოიგონეს მიზეზი))

0.096871