საფრანგეთი პრო დ2

22:36 | 14.04.2016 | ნანახია 978 - ჯერ

საპლეიოფო რბოლა პრო დ2-ში

დღეს ღამით პრო დ2-ის XXVI ტური „მონტობანისა“ და „პერპინიენის“ დაპირისპირებით გაიხსნება. სტუმართა რიგებში სათადარიგოა ბურჯი გიორგი მჭედლიშვილი.

ტურის ექვსი შეხვედრა ხვალ, 15 აპრილს გაიმართება. მეორე ადგილოსანი „ბეიონი“ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ტარბს“ მასპინძლობს. მასპინძელთა რიგებში სათადარიგოა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სტუმართა შორის ძირითადში იწყებს შეხვედრას ბურჯი ირაკლი მირცხულავა, ასევე ბურჯი კახაბერ კობერიძე კი, სათადარიგოა.

ბოლო ადგილოსანი „ექსი“ შინ „ბურგუენს“ მიიღებს. მასპინძლებს პრო დ2-ში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. მათ რიგებში შეხვედრას ძირითადში იწყებს ბურჯი გიორგი ზაქაშვილი.

ასევე გამარჯვება ესაჭიროება ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „დაქსს“, მაგრამ მათ გაცილებით ძლიერი მეტოქე ყავთ მესამე ადგილოსანი „ორიაკის“ სახით, რომელსაც, თავის მხრივ, პლეი ოფში ადგილი ჯერ არ დაუბევებია. „დაქსის“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე განაცხადში არაა, ხოლო „ორიაკის“ შემადგენლობაში 8 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშებს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელიც ძირითადშია. ასევე ძირითადში არიან მეორე ხაზელი ლევან დათუნაშვილი და შუამარბი მერაბ შარიქაძე.

სტუმრად „ალბის“ დამარცხებას და შესაბამისად, პლეი ოფში ადგილისთვის ბრძოლის შანსის შენარჩუნებას ეცდება „მონ-დე-მარსანი“, რომელთა რიგებში ძირითადშია მესამე ხაზელი ბექა გორგაძე, ხოლო მასპინძელთა რიგებში მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე იწყებს თამაშს. ბურჯი ბექა შეყლაშვილი სათადარიგოა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი „კოლომიე“, სტუმრად „ნარბონს“ ეთამაშება. მასპინძელთა რიგებში ძირითადშია ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე. ხვალვე „კარკასონი“ „ბიარიცს“ უმასპინძლებს.

„ლიონი“-„ბეზიე“ 17 აპრილს გაიმართება და შემადგენლობები შაბათ საღამოს გახდება ცნობილი.

საფრანგეთი. პრო დ2. XXVI ტური

15 აპრილი

კარკასონი - ბიარიცი [21:00 საათი]

ალბი - მონ-დე-მარსანი [21:30 საათი]

ბეიონი - ტარბი [21:30 საათი]

ნარბონი - კოლომიე [21:30 საათი]

ექსი - ბურგუენი [21:30 საათი]

დაქსი - ორიაკი [21:30 საათი]

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082547