ამბები

12:12 | 14.04.2016 | ნანახია 2286 - ჯერ

მაკქოუს უმაღლესი ჯილდო

„ოლ ბლექსის“ ყოფილი კაპიტანი რიჩი მაკქოუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ახალი ზელანდიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება დღეს, ახალი ზელანდიის მთავრობის სახლში გაიმართა და მაკქოუს ეროვნული ორდენი გადაეცა. ეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდოა და მისით მხოლოდ ახალი ზელანდიის 20 მოქალაქე იწონებს თავს.

35 წლის მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც ეს პატივი დღემდე რგებია. გენერალ-გუბერნატორმა სერ ჯერი მატეპარაემ დაჯილდოვების ცერემონიალზე თქვა: „მოხარული ვარ, რადგან წილად მხვდა პატივი, გადმოგცეთ უმაღლესი ჯილდო. თქვენ თავი საუკეთესო ლიდერად და ადამიანად წარმოაჩინეთ“.

მაკქოუმ რაგბის თამაშს თავი 2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ გაანება. მას საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტი, 148 თამაში აქვს ჩატარებული.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 14.04.2016
პანტელეიმონი (1218)

მაგარი კაპიტანი

0.08548